spot_img
მთავარისხვადასხვა"ჩვენი ოპონენტები გადასული არიან საბოტაჟის რეჟიმზე, რაიმენაირად შეზღუდონ...

“ჩვენი ოპონენტები გადასული არიან საბოტაჟის რეჟიმზე, რაიმენაირად შეზღუდონ და შეაფერხონ ჩვენი ქვეყნის წინსვლა დასავლეთის მიმართულებით” – ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჟურნალისტებთან კომენტარში პოზიციას აფიქსირებს ქვეყნის საგარეო ვალთან, კრედიტებთან დაკავშირებით და განმარტა, თუ რატომ იკავებს თავს მმართველი გუნდი ევროკავშირიდან მაკროფინანსური დახმარებისგან. მთავრობის მეთაურმა ასევე აღნიშნა, ტრაგედიად მიაჩნია ის, რომ მიხეილ სააკშვილი დადის ევროკავშირის სტრუქტურებში და აქვს მცდელობა სანქციები დაუწესდეს საქართველოს:

,,ტრაგედია არის ის, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები და მათ შორის ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი, 9 წლის განმავლობაში რომ იყო საქართველოს პრეზიდენტი, დადის ევროპის სტრუქტურებში და მოგეხსენებათ, რომ ის არის გაწევრიანებული ევროკავშირის სახალხო პარტიაში, EPP-ჯგუფში არის გაწევრიანებული – ყველა მცდელობა აქვს იმისა, რომ რაიმენაირად რაღაც სანქციები თუ რაღაც შეფერხებები წამოვიდეს ჩვენი მიმართულებით.

რაც შეეხება მაკროფინანსურ დახმარებას: მოსახლეობას შევახსენებ, ეს არის სესხი, რომლის ნაწილი ავიღეთ 2020 წელს და 75 მლნ ევროს მეორე ნაწილი – სესხი იყო, ასე ვთქვათ, ეს არ იყო უბრალოდ რაღაც გრანტი თუ დახმარება, ეს იყო სესხი. წელს იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ უკვე დავიწყეთ საგარეო ვალის შემცირება, მაღალი ალბათობით ჩვენ ამ თანხის, ასე ვთქვათ, მიღების აუცილებლობა აღარ იქნება.

ამ საკითხმა შეიძინა ძალიან დიდი პოლიტიკური დატვირთვა. ამიტომ, ნებისმიერი ინსინუაციების თავიდან არიდების მიზნით, მთავრობა არ გამორიცხავს და ჩვენ გადაწყვეტილიც გვაქვს, რომ თავი შევიკავოთ ამ მეორე ნაწილის სესხის სახით აღებაზე.

ჩვენი ოპონენტები ერთადერთი გადასული არიან საბოტაჟის რეჟიმზე, რაიმენაირად შეზღუდონ და შეაფერხონ ჩვენი ქვეყნის წინსვლა დასავლეთის მიმართულებით. რა თქმა უნდა, ეს არის მიუღწეველი, მტრული, მავნებლური დამოკიდებულება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ამ უცნაური ამბის მეცნიერული ახსნა არ არსებობს” – ზურაბ ბატიაშვილი

საინტერესო, ამოუხსნელ ფაქტზე საუბრობს ეხმიანება აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი,...

“სანამ ამ ქვეყანაში მათი გმირებად ხსენება იქნება, მანამდე თქვენი სახელი მონა იქნება” – ლელა...

მმართველი პარტიის წარმომადგენლებს 9 აპრილის მემორიალთან მწვავე შეძახილებით დახვდნენ...

“ეს სიბრიყვე და უტვინობა არ არის. ეს არის მოღალატეობა და ქვეყნის მომავლის შეგნებული მოსპობა”...

ფულად გზავნილებთან თუ ეკონომიკურ შესაძლებლობებთან დაკავშირებით საყურადღებო მონაცემებს აქვეყნებს...

“ბარე ორი გამოცდილი პოლიტიკოსი ვერ გაბედავდა და გააკეთებდა იმას, რაც შენ დღეს შეძელი” –...

ცოტნე ივანიშვილის მიერ, "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის ერთ-ერთ ღონისძიებაზე...