ორშაბათი, ივნისი 30, 2025
24.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარისხვადასხვა"ჩვენი ოპონენტები გადასული არიან საბოტაჟის რეჟიმზე, რაიმენაირად შეზღუდონ...

“ჩვენი ოპონენტები გადასული არიან საბოტაჟის რეჟიმზე, რაიმენაირად შეზღუდონ და შეაფერხონ ჩვენი ქვეყნის წინსვლა დასავლეთის მიმართულებით” – ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჟურნალისტებთან კომენტარში პოზიციას აფიქსირებს ქვეყნის საგარეო ვალთან, კრედიტებთან დაკავშირებით და განმარტა, თუ რატომ იკავებს თავს მმართველი გუნდი ევროკავშირიდან მაკროფინანსური დახმარებისგან. მთავრობის მეთაურმა ასევე აღნიშნა, ტრაგედიად მიაჩნია ის, რომ მიხეილ საააკშვილი დადის ევროკავშირის სტრუქტურებში და აქვს მცდელობა სანქციები დაუწესდეს საქართველოს:

,,ტრაგედია არის ის, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები და მათ შორის ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი, 9 წლის განმავლობაში რომ იყო საქართველოს პრეზიდენტი, დადის ევროპის სტრუქტურებში და მოგეხსენებათ, რომ ის არის გაწევრიანებული ევროკავშირის სახალხო პარტიაში, EPP-ჯგუფში არის გაწევრიანებული – ყველა მცდელობა აქვს იმისა, რომ რაიმენაირად რაღაც სანქციები თუ რაღაც შეფერხებები წამოვიდეს ჩვენი მიმართულებით.

რაც შეეხება მაკროფინანსურ დახმარებას: მოსახლეობას შევახსენებ, ეს არის სესხი, რომლის ნაწილი ავიღეთ 2020 წელს და 75 მლნ ევროს მეორე ნაწილი – სესხი იყო, ასე ვთქვათ, ეს არ იყო უბრალოდ რაღაც გრანტი თუ დახმარება, ეს იყო სესხი. წელს იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ უკვე დავიწყეთ საგარეო ვალის შემცირება, მაღალი ალბათობით ჩვენ ამ თანხის, ასე ვთქვათ, მიღების აუცილებლობა აღარ იქნება.

ამ საკითხმა შეიძინა ძალიან დიდი პოლიტიკური დატვირთვა. ამიტომ, ნებისმიერი ინსინუაციების თავიდან არიდების მიზნით, მთავრობა არ გამორიცხავს და ჩვენ გადაწყვეტილიც გვაქვს, რომ თავი შევიკავოთ ამ მეორე ნაწილის სესხის სახით აღებაზე.

ჩვენი ოპონენტები ერთადერთი გადასული არიან საბოტაჟის რეჟიმზე, რაიმენაირად შეზღუდონ და შეაფერხონ ჩვენი ქვეყნის წინსვლა დასავლეთის მიმართულებით. რა თქმა უნდა, ეს არის მიუღწეველი, მტრული, მავნებლური დამოკიდებულება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“თუ გვინდა შეგვრჩეს ქვეყანა, დაუყოვნებლივ უნდა ვიმოქმედოთ!” – მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი, რეგიონში მიმდინარე სერიოზული გეოპოლიტიკურ ცვლილებებებს, საქართველოსთან მიმართებაში...

“ვიდრე საქართველოს ჰყავს მსგავსი გმირები, საქართველო არ დამარცხდება!” – მიხეილ სააკაშვილი ვანი ნადირაძეზე

უკრაინაში მებრძოლი ქართველის, ვანო ნადირაძის გარდაცვალების ფაქტს კონკრეტული ფაქტების...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ტირანების და დიქტატორების დრო მიდის წარსულში” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე კლინიკა ,,ვივამედიდან"...

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...

მიხეილ სააკაშვილი: “ევროპამ საბოლოოდ გაიღვიძა!”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური შეფასებები გეოპოლიტიკურ სიახლეებზე: "კატასტროფული...

“როგორ დაამდაბლეს პოლიტიკური აქტი “შიმშილობა”! – ლალი მოროშკინა

პარლამენტის წინ დაწყებულ შიმშილობის აქტს მწვავე სეფასებებით ეხმაურება ლიდერ...

“ეეეერთადერთი თხოვნა მაქვს ოპოზიციასთან – ეგ ყანწები მოაშორეთ აქედან და ისე გველაპარაკეთ” – ნინო...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი ოპოზიციისგან თვითმმართველობის არჩევნებთან...