კვირა, ივლისი 6, 2025
23.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მესამე ძალა - ეს არის რწმენა, რომ ამ...

“მესამე ძალა – ეს არის რწმენა, რომ ამ ქვეყანას შეუძლია მეტი!” – გიორგი ვაშაძე

პოლიტიკური პლატფორმა ,,მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებლის“ პრეზენტაციაზე გიორგი ვაშაძემ ისაუბრა, თუ რა არის ,,მესამე ძალა“, ვის ემსახურება და რატომ შეიქმნა: ,,მესამე ძალა ეს არის პლატფორმა რომლის მეშვეობითაც ჩვენ შევძელით ძალიან ბევრი პროფესიონალი ადამიანის გაერთიანება მთელი საქართველოს მასშტაბით“, – აღნიშნა პრეზენტაციაზე ოპოზიციონერმა ლიდერმა:

,,მოგესალმებით ყველას, ვინც “ონლაინ” ფორმატში გვერთვება როგორც  საქართველოდან, ასევე საზღვარგარეთიდან და განსაკუთრებით მივესალმები ჩვენს ემიგრანტებს. ჩვენ ვერ შეგვაჩერებს ვერც პანდემია და ყოველთვის ასე ერთიანობით ვიბრძოლებთ გამარჯვებისთვის, რომ გამარჯვება მოვუტანოთ საქართველოს მოქალაქეებს – პირველ რიგში, ადამიანებს, ვინც ამ ქვეყანაში ცხოვრობს! გამარჯვება მოვუტანოთ ჩვენს ქვეყანას!

დღეს ქვეყანაში უმძიმესი ვითარებაა. ერთი მხრივ, ეკონომიკური კრიზისი, უმუშევრობა, დაბალი შემოსავლები, ფასების ზრდა და მეორე მხრივ, კოვიდპანდემია. პანდემია, რომელიც ყველას შეგვეხო – ჩვენი ოჯახის წევრები, ასობით ადამიანი წაგვართვა უკვე ამ პანდემიამ. ამ ყველაფერს კიდევ უფრო ამძიმებს ის, რომ არსად არ მიდის პოლიტიკური პოლარიზება, დაპირისპირება, შუღლი, გაუტანლობა, ერთმანეთის ლანძღვა-გინება. ეს იქცა, სამწუხაროდ, ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილად და ადამიანის ხმა, ხალხის ხმა, თქვენ საჭიროებებზე საუბარი საერთოდ გაქრა, ფაქტობრივად, პოლიტიკური პროცესიდან.

სწორედ ამიტომ ,,სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდთან ერთად ჩვენ გადავწყვიტეთ, ჩამოგვეყალიბებინა პლატფორმა ,,მესამე ძალა“.

  • მესამე ძალა, რომელიც გააერთიანებს, როგორც პოლიტიკურ, ასევე საზოგადოებრივ და სხვადასხვა ტიპის პროფესიონალ ადამიანებს, რომელიც ადამიანს, მის პრობლემებს, მის საჭიროებას დააბრუნებს ყოველდღიურ პროცესში;
  • მესამე ძალა ეს არის პლატფორმა, რომლის მეშვეობითაც ჩვენ შევძელით ძალიან ბევრი პროფესიონალი ადამიანის გაერთიანება მთელი საქართველოს მასშტაბით;
  • დიახ, მესამე ძალის მეშვეობით ჩვენ შევთავაზეთ ბევრ ადამიანს მიეღო მონაწილეობა საკუთარი სოფლის, ქალაქის, ქვეყნის განვითარების პროცესში. არ მოვახვიეთ თავს, რომ მაინცდამაინც კონკრეტული პარტიის წევრი უნდა გახდე. არა, გთავაზობთ, რომ ყველანი ერთად დავდგეთ, გავერთიანდეთ და ვიბრძოლოთ ქვეყნის განვითარებისთვის! მანამ, სანამ ქვეყანაში არსებობს ორი პოლიტიკური პოლუსი – ამ ქვეყანას მომავალი არ აქვს და ეს გვაჩვენა 2012 წლიდან მოყოლებულმა ყველა არჩევნებმა. სწორედ ამიტომ ჩამოვაყალიბეთ პარტნიორებთან, მეგობრებთან, სხვა პარტიებთან, პროფესიონალებთან ერთად ,,მესამე ძალა“;
  •  მესამე ძალა – ეს არის რწმენა, რომ ამ ქვეყანას შეუძლია მეტი! ჩვენ შეგვიძლია მეტი და ჩვენს ერთიანობას შეუძლია გადატეხოს ის უამრავი პრობლემა, რომელიც დღეს გვაწუხებს!

2 ოქტომბერს არის თვითმმართველობის არჩევნები. თვითმმართველობის არჩევნები თავისი შინაარსითაც ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ამ არჩევნებს აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა იმისათვის, რომ მართლაც დავიწყოთ ქვეყნის აღმშენებლობის პროცესი. ქვეყნის აღმშენებლობას კი სჭირდება ,,მესამე ძალა“! თუ ამ არჩევნებზე ისევ იგივე არჩევანს გავაკეთებთ, რაც კეთდება 2012 წლის მერე, არსად არ წავა ეს პრობლემები. ისევ ვიქნებით იმ მოჯადოებულ წრეში!

  • მესამე ძალა – ეს არის მექანიზმი, გავარღვიოთ ორპოლუსიანობის მოჯადოებული წრე და ვიბრძოლოთ საქართველოს მოქალაქეების გამარჯვებისთვის! ადამიანების გამარჯვებისთვის! მათი კეთილდღეობისთვის!
  • მესამე ძალა – ეს არის იდეა, რომ უარი ვთქვათ დაპირისპირებაზე და მაქსიმალურად ვიბრძოლოთ ქვეყნის განვითარებისთვის.
  • მესამე ძალა აერთიანებს პროფესიონალ ადამიანებს, ვისაც უნდა საქმის კეთება ამ ქვეყანაში, ზრუნვა ქვეყნის განვითარებაზე“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ინფორმაციისთვის: ახალი პოლიტიკური პლატფორმის პრეზენტაცია “მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ “ონლაინ” ფორმატში წარადგინა, მხარდამჭერებისთვის.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ლელოს” გადაწყვეტილება არის წინააღმდეგობის მოძრაობის ღალატი” – ლაშა ბუღაძე

ქართველი მწერალი და დრამატურგი, ლაშა ბუღაძე, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული...

“პროტესტი რომ არ აწუხებდეთ, ყოველ კვირას ახალ რეპრესიებს კი არ გამოაცხადებდნენ” – გია ჯაფარიძე

საპროტესტო აქტივობებთან მიმართებაში, მმართველი პარტიის დამოკიდებულებაზე საუბრობს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი,...

“სინამდვილეში პუტინს და ივანიშვილს გეოპოლიტიკური კატასტროფა დაემართათ” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალურ დირექტორს, ნინო ჯანგირაშვილს მიაჩნია, რომ პუტინის...

“ჩვენი მიზანი ამ ქვეყანაში იყო და არის პოლიტიკური სისტემის და რეჟიმის შეცვლა!” – მამუკა...

"ლელო - ძლიერი საქართველოს" ლიდერი, მამუკა ხაზარაძე, საპატიმროდან გამოგზავნილი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ჩვენ თუ ვერა, ღმერთი და სამყარო მოგხედავთ‼️” – ელისო კილაძე

სასამართლო პროცესზე ონისე ცხადაძის მიერ წარმოთქმულ ტკივილით აღსავსე სიტყვას...

“აუ, რა ენერგია დახარჯეს ქოცებმა ამერიკის და დიფ სთეიტის ლანძღვაში” – ელისო კილაძე

მთავრობის მეთაურ ირაკლი კობახიძის მიერ მზადყოფნაზე მინიშნებას, აშშ-სთან ურთიერთობის...