27 აგვისტოს გამართულ ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში, რომელიც ძალაში იქნება შემდგომი 3 დღის განმავლობაში:
აღსანიშნავია, რომ წინა ვაჭრობაზეც დაფიქსირდა ლარის კურსის გამყარება მაგ. დოლართან მიმართებაში და ლარის კურსი 26 აგვისტოსთვის იყო – 3.1305; 27 აგვისტოს ვაჭრობამდე – 3.1288. ეროვნული ვალუტის გამყარების ტენდენცია გუშინდელი ვაჭრობის შედეგადაც გაგრძელდა და ლარი თითქმის ყველა ვალუტასთან მიმართებაში გამყარდა, მათ შორის, ძირითადად გამოყენებად ვალუტებთან მიმართებაში. კერძოდ, 1 ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება გახდა – 3.0828 ლარი, რაც წინა დღის კურსთან შედარებით 0.0026 ლარით არის გამყარებული. ლარის კურსი გაუფასურდა ევროსთან მიმართებაშიც და 1 ევროს ოფიციალური ღირებულება – 3.6371 ლარი გახდა და წინა კურსთან შედარებით გამყარდა 0.0110 ლარით.
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი