spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიირაკლი ღარიბაშვილი - როცა მიზანმიმართულად ებრძვი ეკლესიას, პატრიარქს,...

ირაკლი ღარიბაშვილი – როცა მიზანმიმართულად ებრძვი ეკლესიას, პატრიარქს, სახელმწიფო ინსტიტუტებს – პოლიციას, ჯარს, სასამართლოს, ეს, რა თქმა უნდა, არის ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის მტრობა

როცა ებრძვი მიზანმიმართულად ეკლესიას, პატრიარქს, ინსტიტუტებს, სახელმწიფო ინსტიტუტებს – პოლიციას, ჯარს, სასამართლოს, რა თქმა უნდა, ჩვენ კარგად გვესმის, რომ ამის უკან დგას ერთადერთი მიზანი, რომ მიზანმიმართულად დაანგრიონ ყველა ინსტიტუტი და არც ერთი ავტორიტეტი არ დატოვონ ქვეყანაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხობში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის, დავით ბუკიას წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს ქვეყნის მტრობაა.

ჩვენმა წინაპრებმა გმირობით, თავგანწირვით და თავდადებით მოიტანეს ჩვენი სამშობლო, ათას და მილიონობით ქარტეხილს გაუძლო ჩვენმა ერმა, ამ ათას ბრძოლაში გამობრძმედილი ხალხი მოვიდა დღევანდელობამდე და მოიტანა ის მიწა-წყალი, ის ტერიტორია, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია, და მთავარი – ჩვენი სარწმუნოება, ჩვენი ინსტიტუტები, ოჯახის ინსტიტუტი და ყველა ის ფასეულობა ის ტრადიცია, რომელიც ჩვენს იდენტობას გამოკვეთავს და ამით გამოგვარჩევს სხვა ერებისგან. როცა ამას მიზანმიმართულად ებრძვი, როცა ებრძვი მიზანმიმართულად ეკლესიას, პატრიარქს, ინსტიტუტებს, სახელმწიფო ინსტიტუტებს – პოლიციას, ჯარს, სასამართლოს.

რა თქმა უნდა, ჩვენ კარგად გვესმის, რომ ამის უკან დგას ერთადერთი მიზანი, რომ მიზანმიმართულად დაანგრიონ ყველა ინსტიტუტი და არც ერთი ავტორიტეტი არ დატოვონ ქვეყანაში, ეს, რა თქმა უნდა, არის მტრობა ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის, მეგობრებო, მაგრამ რა თქმა უნდა მიუხედავად ყველა იმ სიბინძურისა, ყველა იმ ბინძური ცილისწამებისა და კამპანიებისა, რომელიც მათ აწარმოეს, სააკაშვილმა და მისმა ტელევიზიებმა, გვარამიას მეთაურობით ეკლესიის წინააღმდეგ, პატრიარქის წინააღმდეგ, სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ, პოლიციის, ჯარის წინააღმდეგ, რა თქმა უნდა, მათი ეს მცდელობა დასრულდა კრახით და ყოველთვის დასრულდება კატასტროფულად კრახით, იმიტომ, რომ სიმართლე არის ჩვენს მხარეს, ხალხის მხარეს არის სიმართლე“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ინფორმაციას პარტია “ქართული ოცნების” პრესსამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“რეჟიმს თავიდანვე უნდა უთხრა, რომ არ გეშინია მისი” – ვახო სანაია

ჟურნალისტ ვახო სანაიას მიერ დახატული არსებული და მოსალოდნელი მძიმე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ახალი შესეული იყო ურდო უკრაინას, კობახიძემ რომ თქვა, აქ ახლა ბევრი რუსი ჩამოვა და...

კახეთში, სასტუმრო “Agarani Estate”-ში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით კონკრეტულ ფაქტებს...

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

“დანებების ყველაზე დიდი ცდუნება სწორედ გამარჯვების წინ დგება” – ლელა ჯეჯელავა

გამარჯვების წინა განწყობების მანიშნებელი სიმპტომები ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავასგან: "ძალიან გაიწელა...

“მადლობელი ვარ ჩემი და ჩემი ძმაკაცის ირაკლი ნადირაძისადმი გამოხატული ძმური სოლიდარობისთვის” – ლევან ხაბეიშვილი

საპატიმროდან “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის წერილი, ემოციური...

“ანუ, სააკაშვილმა რომ მამა დაუჭირა, ეგ იყო “ოჯახის განადგურება” და ივანიშვილმა რომ ქმარი დაუჭირა,...

ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლის, ნუნუკა თამაზაშვილის მადლიერ პოზიციას ბიძინა ივანიშვილის...