შაბათი, აპრილი 20, 2024

წითელთავა ყვინთია – Common pochard (Aythya ferina)

ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს მორიგი საინტერესო მასალა საქართველოს ფაუნის შესახებ. გაიცანით კრწანისის ტყეპარკის მობინადრე ფრინველი წითელთავა ყვინთია – Common pochard (Aythya ferina).

სხეულის სიგრძე – 42-49სმ, ფრთების შლილი – 67-75 სმ შეფერილობაში სქესობრივი დიმორფიზმი კარგადაა გამოხატული. მამლისთვის დამახასიათებელია ნაცრისფერი ტანი, წაბლისფერი თავი და კისერი, წითელი თვალი, შავი მკერდი, კუდი და კუდის მფარავები. დედალი მონაცრისფრო შეფერილობისაა, ყავისფერი მკერდითა და მოყვითალო- მოყავისფრო თავით. ორივე სქესის ფრინველს შავი ნისკარტის შუა ნაწილი მონაცრისფრო აქვს.

ბუდეს იკეთებს მტკნარი ტბის ნაპირებზე ან ჭაობში, სადაც უხვადაა მცენარეული საფარი. მაისში დებს 5-12 კვერცხს. საინკუბაციო პერიოდი 22- 27 დღე გრძელდება. ბარტყებს გამოჩეკიდან 40-45 დღის შემდეგ შეუძლიათ ფრენა.

მისი ჰაბიტატია ტბები, მდორე მდინარეები და ზღვის სანაპირო ზოლი.

IUCN-ის სტატუსი: VU

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული