ორშაბათი, ივნისი 30, 2025
19.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიარჩევნები"ხელისუფლებაზეა ის პასუხისმგებლობა, ისე ჩაატაროს ეს არჩევნები, რომ...

“ხელისუფლებაზეა ის პასუხისმგებლობა, ისე ჩაატაროს ეს არჩევნები, რომ ადამიანების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ შეექმნას” – ნათია მეზვრიშილი

პარტია ,,საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი ეხმიანება სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას პოზიციას არჩევნების გადადებასთან დაკავშირებით, ყურადღებას ამახვილებს პანდემიის პირობებში არჩევნების უსაფრთხო გარემოში ჩატარება აუცილებლობასთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ ,,თვეზე მეტია დარჩენილი არჩევნებამდე, ჯერ კიდევ შესაძლებელია სიტუაციის გამოსწორება“:

,,ის არის სახალხო დამცველი. მისი ვალია, რომ ადამიანის უფლებების დაცვაზე იზრუნოს და ეს არის ის პოზიცია, ჩემი აზრით, რაც მან დააფიქსირა ადამიანების სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაცვის ინტერესიდან გამომდინარე და მეტი არაფერი.

ხელისუფლებაზეა ის პასუხისმგებლობა, ისე ჩაატაროს ეს არჩევნები, რომ ადამიანების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ შეექმნას. აიღოს მან ეს პასუხისმგებლობა. თვეზე მეტია დარჩენილი არჩევნებამდე, ჯერ კიდევ შესაძლებელია სიტუაციის გამოსწორება“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

ინფორმაციისთვის: სახალხო დამცველმა განმარტება გააკეთა არჩევნების გადადებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ეს შესაძლებელია პრემიერ-მინისტრის მიერ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებით: “მას აქვს უფლება, გამოაცხადოს საგანგებო მდგომარეობა და საგანგებო მდგომარეობა არის არჩევნების გადადების ერთადერთი საფუძველი. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების საფუძველი, თავის მხრივ, არის ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“დღევანდელი ოპოზიცია ლამის ყოველდღიურად განიცდის მორალურ დამარცხებებს” – ზაალ ანჯაფარიძე

ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძე ოპოზიციის მარცხზე საუბრობს: "რა არის ყველაზე მძიმე...

“სოლიდარობა გიორგი ვაშაძეს, თავისუფლება ყველა პოლიტიკურ და სინდისის პატიმარს!” – ნანუკა ჟორჟოლიანი

“ნანუკას ფონდის” ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი...

თბილისის საბავშვო ბაღებში 2025-2026 სააღმზრდელო წლისთვის აღსაზრდელთა რეგისტრაცია 7 ივლისს დაიწყება

თბილისის საბავშვო ბაღებში 2025-2026 სააღმზრდელო წლისთვის აღსაზრდელთა რეგისტრაცია 7...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ჩვენ ვართ მაგრები და ჩვენი მებრძოლი სულისკვეთებით, ამ ჯოჯოებს, ამ უბადრუკ ლაქას ჩამოვიცილებთ, საქართველო...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სასამართლო პროცესზე კლინიკა ,,ვივამედიდან"...

მიხეილ სააკაშვილი: “ევროპამ საბოლოოდ გაიღვიძა!”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური შეფასებები გეოპოლიტიკურ სიახლეებზე: "კატასტროფული...

“ტირანების და დიქტატორების დრო მიდის წარსულში” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე კლინიკა ,,ვივამედიდან"...

“ორგანიზატორებმა გვითხარით, სეირნობას აპირებთ თუ განგრძობად აქციას?” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე საქართველოს მე-5 პრეზიდენტ,...