ორშაბათი, ივლისი 14, 2025
31.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიარჩევნები"არჩევნები არ არის მხოლოდ საარჩევნო უბანზე მისვლა, ეს...

“არჩევნები არ არის მხოლოდ საარჩევნო უბანზე მისვლა, ეს არის გაზრდილი მობილობა და უკონტროლო კონტაქტები” – ნონო ლომჯარია

ნინო ლომჯარია ქვეყანაში შექმნილ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას საარჩევნო ჭრილში განიხილავს და ამ მხრივ მის მიერ დაფიქსირებულ პოზიციასთან მიმართებაში ცალკეული პოლიტიკოსების მხრიდან გამოთქმულ მოსაზრებებს პასუხობს:

მესამე სასწავლო წელი იწყება ისე, რომ ბავშვები სკოლაში ვერ მიდიან იმის გამო, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარება ვერ დავასტაბილურეთ, მესამე წელი უნდა დარჩნენ ფიზიკური თუ გონებრივი განვითარების შესაძლებლობის გარეშე, ამაზე მნიშვნელოვანი არის რაიმე დღეს?

ხომ ყველამ ვიცით, რომ არჩევნები არ არის მხოლოდ საარჩევნო უბანზე მისვლა, ეს არის გაზრდილი მობილობა და უკონტროლო კონტაქტები საარჩევნო შტაბებში, საარჩევნო კომისიებში, შეკრებები და მანიფესტაციები…

თუ რომელიმე პოლიტიკოსს ჰგონია, სახალხო დამცველის აუგად მოხსენიება და პოლიტიკური მიკერძოებულობის მიკერება ღირსებას ჰმატებს ან პოლიტიკურ ქულებს მოუტანს, მათი არჩევანია, ჩემთვის მნიშვნელოვანია რას ამბობენ ექიმები, რომლებიც გვაფრთხილებენ, რომ მალე არათუ კოვიდ პაციენტებს, არამედ გადაუდებელ სამედიცინო მომსახურებასაც ვეღარ გაწევენ. ადამიანს სიცოცხლეში უნდა უფლებებიც და თავისუფლებებიც და ყველა უფლება იმიტომ არსებობს, რომ ვიცოცხლოთ და თუ სიცოცხლე საფრთხეშია, დიახ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, მათ შორის ჩვენი თავისუფლებებიც შეიძლება შევზღუდოთ ადამიანთა გადასარჩენად!” – აცხადებს ნინო ლომჯარია.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ვარ შემართებით და ბრძოლის განწყობით, გამარჯვებაში დარწმუნებული” – გიორგი ვაშაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე თავისი დაბადების 44 წლისთავს...

“ქოცობა, ნაცობის ბუნებრივი ვირუსის, ლაბორატორიაში გამოყვანილი ხელოვნური, მუტაციური ფორმაა” – გია ხუხაშვილი

ანალიტიკოს გია ხუხაშვილი მძიმე მინიშნებადი შეფასებები განსხვავებული აზრის მიუღებლობასთან...

“გაფუჭებულმა-გახრწნილმა “პოლიტპროდუქტმა” აგვიყროლა ჩვენი ლამაზი ქვეყანა!” – თაკო ჩარკვიანი

პარტია "კანონი და სამართლის" თავმჯდომარის, თაკო ჩარკვიანის არაპირდაპირი მინიშნებები: "რომ...

“მხოლოდ მწყობრი კოორდინირებული ტაქტიკა მოგვიტანს საბოლოო გამარჯვებას” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ვარდების რევოლუციის გამოცდილების გაზიარებას...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“დღეს მივხვდი, რომ თეა წულუკიანის პორტრეტი ძალიან დამშვენდებოდა მისი სასახლის კედლებს🤣” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას (ირონიული) შეთავაზება: "ბატონი ბიძინას კოლექციიდან რაღაც ნიმუშები...

“ლევანი არის ერთ-ერთი ყველაზე სწორი და მამაცი ადამიანი ვისაც ვიცნობ და მას ვერაფერი ვერ...

გავრცელებული ინფორმაციით, ისინი, ვინც "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან...

“მაგარ შარშია “ოცნება” – იმდენი იჩალიჩეს, რომ მალე “შავი” პოლიტიკოსები შავად გაურჩევენ საქმეებს” –...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას (არა)სახუმარო პოლიტრეალობა: "მაგარ შარშია "ოცნება" - იმდენი...

“მეც ასე მომიკლეს დედა, დევნით, ზეწოლით და უსამართლობის განცდით” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია პატომრობაში მყოფ ზურაბ ჯაფარიძის...