პარასკევი, მაისი 9, 2025
24.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიCOVID 19უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება შეზღუდვების გამკაცრებისა და ტურიზმის...

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება შეზღუდვების გამკაცრებისა და ტურიზმის კერძო სექტორში დასაქმებულთა ვაქცინაციის სტიმულირების მხრივ

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო, ქვეყანაში შექმნილი მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო, შეზღუდვებს ამკაცრებს, ამასთან დაამტკიცა ტურიზმის კერძო სექტორში დასაქმებულთა ვაქცინაციის სტიმულირების პაკეტი:

25 აგვისტოდან, კვების ობიექტების მუშაობა, ნაცვლად 23:00 საათისა, დასაშვები იქნება 22:00 საათამდე; მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში 2 სექტემბერს ბათუმის სტადიონზე დაგეგმილი საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და კოსოვოს საფეხბურთო მატჩი მაყურებლის გარეშე ჩატარდება, ისევე როგორც, ყველა სხვა დაშვებული სპორტული ღონისძიება, – აღნიშნული გადაწყვეტილებები უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

საბჭომ განიხილა 14 აგვისტოდან დაწესებული შეზღუდვების ეფექტი ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე, ვაქცინაციის პროცესი, კლინიკურ სექტორში არსებული ვითარება და, მსოფლიოში არსებული ეპიდემიოლოგიური ტენდენციების გათვალისწინებით, დამატებითი შეზღუდვების დაწესების გადაწყვეტილება მიიღო.

კვლავ აკრძალულია ფესტივალების, გასართობი და კულტურული ღონისძიებების, კონცერტებისა და სპორტული შეჯიბრებების გამართვა, ასევე, ისეთი სოციალური ღონისძიებები, როგორიცაა – ქორწილი, ქელეხი, სხვადასხვა სახის იუბილე და ა.შ.

პირბადის ტარება სავალდებულოა როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში, რამდენადაც ის, ვაქცინაციასთან ერთად, ვირუსის გავრცელების პრევენციის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. შესაბამისად, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდებს, ატარონ პირბადე, დაიცვან სოციალური დისტანცია და აქტიურად ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში.

ამასთან, საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცა ტურიზმის კერძო სექტორში დასაქმებულთა ვაქცინაციის სტიმულირების პაკეტი, რომლის თანახმად, ტურისტული კომპანიები, განთავსებისა და კვების ობიექტები სხვადასხვა სახის შეღავათებით ისარგებლებენ. უსასყიდლო წვდომა ექნებათ სახელმწიფო სერვისებზე სრულად ვაქცინირებულ გიდებს, კერძოდ – სახელმწიფო მუზეუმებში, დაცულ ტერიტორიებსა და საბაგიროებზე.

გარდა ამისა, შრომის ინსპექცია, მუნიციპალური სამსახურების, საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ჩართულობით საქართველოს მასშტაბით განაგრძობს დადგენილი რეგულაციების აღსრულების მკაცრ კონტროლს. 21-23 აგვისტოს, შესაბამისი უწყებების ერთობლივი ძალისხმევით, შემოწმდა 400-ზე მეტი ობიექტი, რომელთაგან 235-მა – წერილობითი, ხოლო 197-მა ზეპირსიტყვიერი გაფრთხილება მიიღო. აკრძალული საქმიანობის ფაქტზე დაჯარიმდა 3 ფიზიკური პირი, ხოლო შრომის ინსპექციამ დალუქა 3 ობიექტი. 10-23 აგვისტოს პერიოდში, საქართველოს მასშტაბით განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, დაჯარიმდა 37 ობიექტი, მათ შორის 21 იურიდიული და 16 ფიზიკური პირი და დაილუქა 16 ობიექტი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 523 022 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 458 265 პირი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია 6 891 ადამიანი.

ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 116 ადამიანი, კლინიკურ სასტუმროებში – 3 320 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ – 7 410 პირი.

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარე კახა კუჭავას ხელმძღვანელობით და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

ComCom-მა “ბი ემ ჯი” ეთერში პროდუქტის კანონდარღვევით განთავსებისთვის გააფრთხილა

კომუნიკაციების კომისიამ „ბი ემ ჯი“ ეთერში პროდუქტის კანონდარღვევით განთავსების...

ComCom-მა “ტელეიმედი”, “რუსთავი 2” და “ფორმულა” პროდუქტის განთავსების დარღვევისთვის გააფრთხილა

კომუნიკაციების კომისიამ ტელევიზიები „ტელეიმედი“, „რუსთავი 2“, „ფორმულა“ და „აგრომედია“...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ეჭვი არ მეპარება, რომ ის ფსიქიატრიული კლინიკის პაციენტია” – შალვა ნათელაშვილი

"ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი მწვავე პოზიციას აფიქსირებს "ქართული...

“ნანუკასთან წააგეთ – ერთი რომ ბინძურად და ბინძური ადამიანებით ითამაშეთ, მეორეც – მეორე მხარეს...

“ნანუკას ფონდის” ხელმძღვანელის, ჟურნალისტის, საავტორო გადაცემის წამყვან ნანუკა ჟორჟოლიანის...

“ირაკლი, მამაშენი რომ მოსკოვის მერიაში ატარებდა გამსახურდიას დამამხობელ განცხადებებს, მაშინ ვისი აგენტურა იყო ხომ...

"ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი მთავრობის მეთაურს, ირაკლი კობახიძეს...