პარასკევი, ივლისი 11, 2025
21.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიარჩევნებისაარჩევნო ადმინისტრაცია 2 ოქტომბრის არჩევნების ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოში...

საარჩევნო ადმინისტრაცია 2 ოქტომბრის არჩევნების ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოში ჩასატარებლად ემზადება

ცესკო ინფორმაციას ავრცელებს საარჩევნო ადმინისტრაციის არჩევნებისათვის მზადებასთან და უსაფრთხო ჩატარებასთან დაკავშირებით:

ცენტრალური საარჩევნო კომისია აქტიურად მუშაობს პანდემიის პირობებში არჩევნების უსაფრთხო გარემოში ჩასატარებლად. გასული წლის წარმატებული გამოცდილების შემდეგ, ცესკომ არასამთავრობო ორგანიზაციებთან და პოლიტიკურ პარტიებთან თანამშრომლობით განაახლა სამართლებრივი აქტები, რომელიც არეგულირებს ჯანმრთელობის უსაფრთხოების ნორმებს, როგორც წინასაარჩევნო პერიოდში ყველა დონის საარჩევნო კომისიაში, ისე უშუალოდ კენჭისყრის დღეს.

დღეს გამართულ სხდომაზე საარჩევნო კომისიამ მიიღო დადგენილებები, რომლებიც პანდემიის პირობებში არჩევნების უსაფრთხო გარემოში ჩატარებას ეხება. საუბარია იმ სანიტარიულ-ჰიგიენურ წესებზე, რომლის დაცვაც მოუწევთ ამომრჩევლებს საარჩევნო უბანზე. განისაზღვრა არჩევნების მონაწილეობის წესი იზოლაციაში მყოფი და პენიტენციურ დაწესებულებებსა და სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებში მყოფი პირებისთვის. რეგულაციები და ქცევის წესები როგორც საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლების, ისე საარჩევნო პროცესში ჩართული სხვა მხარეებისთვის არის განსაზღვრული.

ამ დადგენილებებით დარეგულირდა არჩევნების დღეს კენჭისყრის შენობებში შესვლის, გამოსვლის, ყოფნის, გადაადგილების, თერმოსკრინინგის, პირბადის გამოყენების, საარჩევნო უბანზე უფლებამოსილი პირის სხვა პირით ჩანაცვლების წესები. ასევე, სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლებისთვის არჩევნებში მონაწილეობისთვის შექმნილი საარჩევნო უბნების და სპეციალური ჯგუფების შექმნის წესები. დადგენილებები ყველასათვის ხელმისაწვდომია და განთავსებულია ცესკოს ვებგვერდზე.
საარჩევნო ადმინისტრაცია აგრძელებს მუშაობას იმისთვის, რომ 2 ოქტომბერს ხმის მიცემის პროცესი ამომრჩევლისთვის მაქსიმალურად კომფორტულ და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოში წარმართოს.

სწორედ ამიტომ, ცესკომ ჯერ კიდევ მიმდინარე წლის მაისიდან დაიწყო ფართების მოძიება საუბნო საარჩევნო კომისიებისთვის, რომლებიც აკმაყოფილებს შესაბამის სტანდარტებს; ამ სამუშაოების შედეგად, შერჩეული უბნების უმეტესობა უზრუნველყოფილია ბუნებრივი ვენტილაციით და იძლევა თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობას. ამავე მიზნებით 150-მდე საარჩევნო უბნის ლოკაცია შეიცვალა, ხოლო 500-მდე საარჩევნო უბანი უფრო დიდ ფართებში განთავსდა. ამასთან საარჩევნო ადმინისტრაცია მაქსიმალურად ეცადა, რომ მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრების გათვალისწინებით, ამომრჩეველი დარჩენილიყო იმავე ლოკაციაზე, სადაც გასული წლის არჩევნებზე აძლევდა ხმას, მათთვის მაქსიმალური კომფორტის უზრუნველსაყოფად. ასევე ცალსახად აღსანიშნავია, რომ უშუალოდ არჩევნების დღეს უმეტეს უბნებზე კენჭისყრის პროცედურები ორგანიზებული იქნება დიდ დარბაზებში (იმ შენობა-ნაგებობების სივრცეებში, სადაც საუბნო საარჩევნო კომისიებია განთავსებული).

ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ როგორც გასულ წელს, ისე 2021 წლის არჩევნებზე, მოქალაქეები დაიცავენ იმ ნორმებს, რომელიც ცესკომ ჯანმრთელობის უსაფრთხოებისთვის დღეს გამართულ სხდომაზე დაადგინა.

ასევე გაცნობებთ, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია იწყებს ფართომასშტაბიან საინფორმაციო კამპანიას როგორც კოვიდრეგულაციების თაობაზე, ისე საარჩევნო უბნების ლოკაციასთან დაკავშირებით ამომრჩევლების დროულად და ამომწურავად ინფორმირების მიზნით“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“საარჩევნო ადმინისტრაცია უპასუხოდ არ დატოვებს არცერთ უსაფუძვლო განცხადებას და საზოგადოებას მიაწვდის გადამოწმებულ და ობიექტურ...

ეუთოს რეზოლუციას დაინტერესებული მხარეები საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციისა და ზოგადად...

ნინო ჯანგირაშვილი: “ბოიკოტი მაინც შედგება”

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი, არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით,...

“მე თუ მკითხავ, ეს კანონი ხელახლა არის დასაწერი” – ზაალ ანჯაფარიძე

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე "სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ" კანონში...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“იგივე ხელისუფლება არ გიჭერთ და პოლიტიკურად არ გდევნით, რომელმაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი დაატყვევა?!” –...

აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავჯდომარის, თამაზ ნადარეიშვილის შვილი, თავდაცვის ყოფილი...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...

“ნანუკასთან წააგეთ – ერთი რომ ბინძურად და ბინძური ადამიანებით ითამაშეთ, მეორეც – მეორე მხარეს...

“ნანუკას ფონდის” ხელმძღვანელის, ჟურნალისტის, საავტორო გადაცემის წამყვან ნანუკა ჟორჟოლიანის...

“ჩვენ ვერ ვიქნებით მხოლოდ გეოპოლიტიკის იმედზე… შეტევა და მხოლოდ შეტევა!” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკურ ცვლილებებსა...