პარასკევი, აპრილი 19, 2024

რუხი ბოლოქანქარა (მთის ბოლოქანქარა) – Grey wagtail (Motacilla cinerea)

ველური ბუნების ეროვნული სააგენტო აგრძელებს საინტერესო მასალების გამოქვეყნებას საქართველოს ფაუნის შესახებ. ამჯერად გაიცანით კრწანისის ტყეპარკის მობინადრე ფრინველი რუხი ბოლოქანქარა (მთის ბოლოქანქარა) – Grey wagtail (Motacilla cinerea).

სხეულის სიგრძე: 17-20 სმ. დამახასიათებელია რუხი შეფერილობის სხეულის ზედა ნაწილი და ყვითელი შეფერილობის ქვედა მხარე. ნისკარტის ძირიდან თავის გვერდებზე გასდევს ორი თეთრი ზოლი: ერთი თვალებს ზემოთ, მეორე – ლოყებს ქვემოთ. გამრავლების დროს მამალს ყელი შავი აქვს.

ბუდეს იკეთებს კლდის ნაპრალებში, ქვებს შორის ან წყალზე გადმოშვერილ ხის ფესვებში. წელიწადში მრავლდება ორჯერ: პირველად მარტის ბოლოს ან აპრილის დასაწყისში და მეორედ – ივნისის მეორე ნახევარში. დებს 4-6 კვერცხს.

მისი ჰაბიტატია მთის მდინარეების, ტბების, ნაკადულების ქვა-ღორღიანი სანაპიროები.

IUCN-ის სტატუსი: LC

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული