შაბათი, ნოემბერი 1, 2025
7.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიდედაქალაქის ამბები„თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები: ჩვენი მიზანი სოციალური პირობების გაუმჯობესებაა...

„თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები: ჩვენი მიზანი სოციალური პირობების გაუმჯობესებაა და არა პოლიტიკაში ჩართვა

შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომელთა მიზანი სამუშაო და სოციალური პირობების გაუმჯობესებაა და არა პოლიტიკაში ჩართვა, – ამის შესახებ განცხადება „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომელმა, პავლე ბედოიძემ საინიციატივო ჯგუფის სახელით გააკეთა.

მისი თქმით, კომპანიის ერთ-ერთი თანამშრომლის, ირაკლი ბაღდავაძის მიერ გაკეთებული განცხადებები კოლეგებისადმი შეურაცხმყოფელი იყო და მასთან თანამშრომლობას აღარ აპირებენ.

ჩვენ, „თბილსერვისის“ დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებისგან შემდგარი ჯგუფი, ვაყენებდით და ვაყენებთ „თბილსერვისის“ ადმინისტრაციისა და თბილისის მერიის წინაშე ჩვენი პირობების გაუმჯობესების საკითხს, რომელიც პუნქტობრივად წარდგენილი აქვს თბილისის მერიას და რომლის განხილვის პირობაც მიღებული გვაქვს.

სამწუხაროდ, ირაკლი ბაღდავაძემ, ნიკა გვარამიას ტელევიზიაში გააკეთა ისეთი განცხადებები, რომელიც თითოეული ჩვენგანისთვის შეურაცხმყოფელი იყო. მან თქვა, რომ როგორც ქართველი, თავს არავის უხრის, ხოლო დანარჩენი თანამშრომლები, რომლებიც ეთნიკურად ქართველები არ არიან, ვიღაცებს თითის გატკაცუნებაზე ემორჩილებიან. თან მოჰყვა ისეთ რამეებს, რაც პირდაპირი ტყუილია.

ჩვენთან ძალიან ბევრი სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის ადამიანი მუშაობს, ისინი ჩვენი ძმები, დები და კოლეგები არიან. ამიტომ, მათ შეურაცხყოფას არავის ვაპატიებთ; არც ტელევიზიაში პრანჭვის და გვარამია-ხაბეიშვილის თავის მოსაწონებლად ტყუილების თქმას, თან ჩვენი დამცირებულად წარმოჩენის და შეურაცხყოფის ხარჯზე“, – განაცხადა „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომელმა.

პავლე ბედოიძე განმარტავს, რომ დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები საკუთარი საქმის კეთებას განაგრძობენ.

ეს კაცი არის ჩვენი საქმის მოღალატე. მაგან პირადი არჩია ჩვენ საერთო საქმეს. გამოგვიყენა ყველა, წავიდა და ჩვენ ხარჯზე ვიღაც პოლიტიკოსებთან და „ნაციონალებთან“ დაიწყო საქმის აწყობა, რომ თვითონ კარგად იყოს, სხვა სამსახური შესთავაზონ და სხვების ბედი საერთოდ აღარ აინტერესებს. დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები ჩვენი საქმის კეთებას და ქალაქის დასუფთავებას განვაგრძობთ“, – განაცხადა პავლე ბედოიძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

მორჩა თქვენი მორალური უპირატესობა, ქოცებო‼️” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ს მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე, ორი ხელისუფლების თავდაცვის...

“კიდევ მერამდენე დასტურია საჭირო იმის დასამტკიცებლად, რომ “ლელო” ბოროტი “ნაცების” დაჯგუფების ნაწილია?!” – ნინო...

"ლელო ძლიერი საქართველოს" გადაწყვეტილებას, საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივროს მმართველი გუნდის...

“ეს დედა აფეთქებული მოსამართლეები სასჯელის დღეებს რა პრინციპით არიგებენ?!🤣🤢” – გიგი უგულავა

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიგი უგულავა სასამართლოს გადაწყვეტილებებს ეხმაურება ადმინისტრავიულ სამართალდარღვევებთან...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ნუ მთხოვთ, სიმპათიით ვიყო იმ პერსონების მიმართ, ვინც აქციაზე მიშას ბანერებს ებრძვის და ეს...

26 ოქტომბრის საპროტესტო აქციაზე, პარლამენტის წინ, მიხეილ სააკაშვილის ბანერებით...

“ვინც აქამდე ვერ მიხვდა რა ნაჯახიანი გიჟი ლეწავს ამ ქვეყანას ფუნდამენტურად, ბიძინას ჩიჩილაკი აუცილებლად...

მთავრობის მიერ განათლებაში დაგეგმილ რეფორმას ეხმაურება ტელეკომპანია "კავკასია"-ს გენერალური...

“გახარია ყოველთვის იყო რუსეთის ოფიციალური აგენტი და ივანიშვილის პროექტი” – მიხეილ სააკაშვილი

"სადამდე უნდა ვიშტეროთ თავი? მაგიჟებს ქართული საზოგადოების ნაწილის მიამიტობა! -...

“ახლა ნახავთ რა ღირს ქოცის ე.წ. მხარდამჭერების ერთგულება და სიყვარული” – ნინო ჯანგირაშვილი

“ქართული ოცნების” ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებას...

“ხელისუფლება უნდა მიხვდეს, რომ წინააღმდეგობას მოჰყვება უფრო დიდი წინააღმდეგობა!!” – ელისო კილაძე

რუსთაველის გამზირის გადაკეტვაზე ხელისუფლების რეაქციას ეხმაურება "ქრონიკა +"-ის მთავარი...