spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ვაქცინაციის დემონიზაცია არის სრულებით მიუღებელი" - მეუფე ნიკოლოზი

“ვაქცინაციის დემონიზაცია არის სრულებით მიუღებელი” – მეუფე ნიკოლოზი

ახალქალაქის, კუმურდოს და კარის მიტროპოლიტი მეუფე ნიკოლოზი (ფაჩუაშვილი) ვაქცინაციის პროცესს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ მიუღებელია ერთმანეთისთვის აცრის იძულება. ასევე აცხადებს, რომ ,,ანტივაქსერული მოძრაობა ძალიან ფართო მასშტაბიანია მთელ მსოფლიოში. თუ ამაში ჩვენი სასულიერო პირები მონაწილეობენ – მე ეს არ მიმაჩნია გამართლებულად“:

,,მე პირადად ვთვლი, რომ არ შეიძლება ერთმა ადამიანმა მეორეს აცრა დააძალოს, არანაირი მოტივაციით. მეორეს მხრივ, მე პირადად მიმაჩნია, რომ, ასე ვთქვათ, ვაქცინაციის დემონიზაცია ეს არის სრულებით მიუღებელი. ყოველგვარი მცდელობა, რომ ვაქცინაში რაიმე ე.ი. ეშმაკისეული რაღაცა ჩავტეხოთ შიგნით შინაარსი, რაც არ არის სამედიცინო შინაარსის თემაა.

ასე, რომ ყველა ადამიანმა თვითონ გადაწყვიტოს აიცრება თუ არ აიცრება!
მე პირადად გავიარე კონსულტაცია ექიმთან და არ მირჩია აცრა.

რაც შეეხება მოწოდებას ვაქცინაციზე და ნდობას.  თქვენ (ჟურნალისტებს მიმართავს) რატომ არ მოუწოდებთ?! იმიტომ, რომ არაა თქვენი პროფესია.

ჩვენ კი ნდობა იმიტომ გვაქვს, რომ არასწორ განცხადებებს არ ვაკეთებთ და არ ვიჭრებით სხვა სფეროში. როცა ვიჭრებით აი, მაშინ უკვე ვკარგავთ ამ ნდობას. ეს იქნება პოლიტიკა თუ მედიცინა.

ანტივაქსერული მოძრაობა ძალიან ფართო მასშტაბიანია მთელ მსოფლიოში. თუ ამაში ჩვენი სასულიერო პირები მონაწილეობენ – მე ეს არ მიმაჩნია გამართლებულად“, – მეუფე ნიკოლოზი.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ყველა ის წარმატებები, რომელიც ბატონ პაატას ჰქონია მსოფლიო ხელოვნების ასპარეზზე, იყო და არის საამაყო...

საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საქართველოს დამოუკიდებლობის...

“მე ადამიანებისთვის ცხოვრების შემსუბუქება მიმაჩნია პირველად ამოცანად, ფასების დაწევა და საგადასახადო ტვირთის მნიშვნელოვნად შემცირება...

გაჟღერებულ მოთხოვნებს, იმპორტირებული პროდუქტების დაბეგვრასთან დაკავშირებით, რათა ადგილობრივი პროდუქტი...

მიხეილ სააკაშვილი: “ძირს კლეპტოკრატიული დიქტატურა!”

"მთელი ქვეყანა უნდა მოიცვას პროტესტმა" - აცხადებს საქართველოს მე-3...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეკა, 6 მაისს შენს სახლთან მოდიან დედები და მამები, რომლებიც თავიანთი შვილების სიცოცხლის გასახანგრძლივებლად...

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი თეონა ჭალიძე, დიუშენით დაავადებული ბავშვების პრობლემებზე ამახვილებს...

“ხანდახან მართლა მგონია, რომ პრემიერი კობახიძე AI-ზე აქტიურია, წარმატებები მას და მის გუნდს!” –...

ანალიტიკოსი გია აბაშიძე მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძისა და მმართველი...

“მე არ მაქვს სააკაშვილის კომპლექსი, არც მისი პოზიტიურად ხსენება მერიდება” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია საქართველოს მე-3 პრეზიდენტ...

არჩილ გამზარდია: “ფასების კომისიამ პრაქტიკულად პრემიერს დაარტყა…”

"ფასების კომისიის" დასკვნას ეხმაურება პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ...

“ყველა ის წარმატებები, რომელიც ბატონ პაატას ჰქონია მსოფლიო ხელოვნების ასპარეზზე, იყო და არის საამაყო...

საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საქართველოს დამოუკიდებლობის...