ორშაბათი, ივლისი 7, 2025
25.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიოკუპაცია"ვალია ბებო, რომელიც აგრძელებს დათა პაპას ბრძოლას და...

“ვალია ბებო, რომელიც აგრძელებს დათა პაპას ბრძოლას და რუსი ოკუპანტების ჯინაზე არ ტოვებს თავის სახლს” – დავით ქაცარავა

სამოქალაქო აქტივისტი, ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში სამოქალაქო გმირობისა და ერთგულების ეტალონზე წერს – ღირსეული, საამაყო ქართველის, დათა პაპას მეუღლეზე, ვალია ბებოზე:

ვიყავით ჩასულები დათა პაპას მეუღლესთან, ვალია ბებოსთან, რომელიც აგრძელებს დათა პაპას ბრძოლას და რუსი ოკუპანტების ჯინაზე არ ტოვებს თავის სახლს…

როგორც აღმოჩნდა, გუშინ მოსულან ორკები, დაახლოებით 7 ცალი.

აი ხომ გახსოვთ, მავთულხლართებიდან რომ ვაწვდით პროდუქტს და სხვადასხვა საჭიროების ნივთებს? ზუსტად ამ მავთულხლართებზე კიდევ ერთი ხვეულა დაამატეს, გაყოლებაზე კი დაახლოებით სამ მეტრამდე გაზარდეს ხლართების სიმაღლე, ჯამში მინ 50მ ახალი ხლართით “გაალამაზეს” იქაურობა.

და ეს ყველაფერი გაკეთდა მხოლოდ იმისთვის, რომ ვალია ბებოს ვეღარ დავეხმაროთ, იმისთვის, რომ ვალია ბებო შეშინდეს და დანებდეს, მიატოვოს სახლი და გადმოვიდეს საქართველოს არაოკუპირებულ ნაწილში…

ეს არის “ერთმორწმუნე სახელმწიფოს” სახე, რომელსაც რატომღაც ჩვენი მოქალაქეების გარკვეული ნაწილი ვერ ხედავს.

სინამდვილეში რუსეთი მორდორია, ბოროტების კერა, რომელიც მთელ მსოფლიოს ებრძვის და წამლავს, ხოლო კრემლისტები, მილისტები და მისი მსახურები, ჭეშმარიტი ორკები არიან.
არც ვალია ბებოს მივატოვებთ გასაჭირში, არც გენადი ბესტაევს და არც ირაკლი ბებუას.

ძალა ერთობაშია ❤️
ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე დავით ქაცარავა.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ყველაფერი უნდა ვიღონოთ ამ პროვინციული და თავისმომჭრელი დიქტატურის დასასრულებლად” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მწვავე შეფასებებს აკეთებს მმართველ...

“ეუთოს რეზოლუციაზე “ქართული ოცნების” დამოკიდებულება აჩვენებს როგორი პატრიოტები არიან და როგორ ესმით სინამდვილეში პატრიოტიზმი”...

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე მიღებულ რეზოლუციასთან მიმართებაში “ქართული ოცნების” დელეგაციის...

“ამოსავალი წერტილი არის მშვიდობის შენარჩუნება, რასაც მოჰყვება ეკონომიკური განვითარება და კეთილდღეობა” – კახა კალაძე

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ხელისუფლებისთვის ამოსავალი წერტილი არის...

“ლელოს” გადაწყვეტილება არის წინააღმდეგობის მოძრაობის ღალატი” – ლაშა ბუღაძე

ქართველი მწერალი და დრამატურგი, ლაშა ბუღაძე, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“დრო მოვა, თქვენს ცრემლებს ძმრად ამოვადენთ ამ სისტემას და ქალადწოდებულ ნინო გალუსტიანს‼️” – ელისო...

თბილისის საქალაქო სასამართლოში მორიგი გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანეს საპროტესტო აქციებზე...

27 მაისამდე საქართველოს ცალკეულ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, აღმოსავლეთ საქართველოში...

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაცია24-26 მაისს საქართველოში მოსალოდნელი ამინდი: 🌦 27...

“ქოცნების” ლოგიკით გამოდის, რომ არც სააკაშვილმა იცოდა, რასაც განზრახ უკეთებდა გარეული თუ შინაური მტერი”...

პარტია "კანონი და სამართლის" თავმჯდომარე, თაკო ჩარკვიანი, საგამოძიებო კომისიაზე...