შაბათი, აპრილი 20, 2024

“საველე ჰოსპიტალი გაიშლება 500 საწოლამდე პაციენტისთვის” – ეკატერინე ტიკარაძე

პირველი საველე ჰოსპიტალი უკვე მზად არის, რომელიც დიღმის ოლიმპიური სოფლის ერთ-ერთ სპორტულ დარბაზში მოეწყო. იგი გათვლილია 500 პაციენტზე. აქვე აღსანიშნავია, რომ საწოლთა გარკვეული ნაწილი მომარაგებული იქნება ჟანგბადით, რაზეც კომენტარი გააკეთა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ:

,,საველე ჰოსპიტალი გაიშლება 500 საწოლამდე პაციენტისთვის. საწოლების უმეტესი ნაწილი იქნება ჟანგბადით აღჭურვილი. დღესდღეობით უკვე გამართულია ყველა ის ინვენტარი, მოწყობილობა და გაყვანილობა, რომელიც ესაჭიროება საწოლებს იმისათვის, რომ მოხდეს მათი მომარაგება ჟანგბადით. დამონტაჟებული არის ორი 5 ტონიანი ცისტერნა, რომელიც მოამარაგებს ამ საწოლებს ჟანგბადით, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი არის კოვიდ მართვის პირობებში.

რაც შეეხება ექიმებს, ვუსმენდი არა ერთ ვერსიას და კომენტარს სამხედრო ექიმების ჩართვაზე და ექიმების არასრულფასოვნად მზადყოფნას ამ პროცესისთვის, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ კი ბოლო პერიოდში საქართველოში არ ხდება ექიმების მომზადება სამხედრო-საველე პირობებისთვის, თუმცა ექიმების ის მეტი წილი, რომელიც დღესდღეობით არის პრაქტიკოსი ექიმი, მათ აქვთ იმ პერიოდში მიღებული განათლება, როდესაც სამხედრო გადამზადება იყო სავალდებულო. შესაბამისად, მათ აქვთ გარკვეული გამოცდილება ამასთან მიმართებაში“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული