spot_img
მთავარიარჩევნები"ქვეყანაში პანდემიასთან დაკავშირებით შექმნილმა ვითარებამ ჩვენი გეგმების კორექტირება...

“ქვეყანაში პანდემიასთან დაკავშირებით შექმნილმა ვითარებამ ჩვენი გეგმების კორექტირება მოახდინა” – პაატა მანჯგალაძე

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩა 49 დღე, ოპოზიციის ნაწილი კანდიდატებს ეტაპობრივად ასახელებენ. ,,სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალური მდივანი პაატა მანჯგალძე აცხადებს, რომ გასათვალისწინებელია ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაცია და შესაბამისად პარტიას კორექტირება შეაქვს გეგმებში:

,,ჩვენ 20 აგვისტოდან დაგეგმილი გვქონდა ფართომასშტაბიანი წარდგენები, ხალხის მონაწილეობით, მაგრამ ქვეყანაში პანდემიასთან დაკავშირებით შექმნილმა ვითარებამ ჩვენი გეგმების კორექტირება მოახდინა.

ჩვენ ვგეგმავდით, რომ ნაკლებად ხალხმრავალი შეხვედრები გაგვეკეთებინა, რეგულაციების დაცვით, თუმცა ყველა შემთხვევაში, როცა პანდემია პიკშია, ამას ვერ გავაკეთებთ.

ვფიქრობთ, რომ სექტემბრის დასაწყისი არის ოპტიმალური ვადა, როცა შეგვიძლია უკვე დავასახელოთ კანდიდატები“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ვულოცავთ უნგრელ ხალხს საპარლამენტო არჩევნებში პიტერ მადიარის ლიდერობით პარტია “ტისას” გამარჯვებას” – ოპოზიციის ალიანსი

უნგრეთში ჩატარებულ არჩევნებს საგანგებო განცხადებით ეხმიანება ოპოზიციის ალიანსი: "ოპოზიციის ალიანსი...

“ახლა აბასთუმანში ნებივრობს და უნდა ზედმეტი ტრაფიკი ცაში?!” – პეტრე ცისკარიშვილი

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი, პეტრე ცისკარიშვილი 16 აპრილიდან...

მუნიციპალური სასაფლაოების მიმართულებით 12-13 აპრილს ავტობუსის ცხრა დროებითი მარშრუტი დაწესდება

დედაქალაქში მუნიციპალური სასაფლაოების მიმართულებით ტრადიციულად, 12-13 აპრილს დაწესდება ავტობუსის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კაცებო”! იცით რა სხვაობაა თქვენსა და ივანიშვილს შორის?!” – ხათუნა ხოფერია

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია, "ქართული ოცნების"...

“დიქტატურას ამარცხებს ძლიერი სახალხო ლიდერი და ერთ მუშტად შეკრული ხალხი” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს კონკრეტული დასკვნები გამოაქვს 12...

“გამოდით, შეხვდით, მონახეთ გამოსავალი! ბავშვებს მიეცით წამალი!” – თეონა ჭალიძე მმართველი გუნდის ქალ დეპუტატებს...

ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა ჭალიძე, დიუშენით დაავადებული ბავშვების დედების უმძიმეს...

“ტირანმა ჯერ ხომ აბრეშუმის გზა გადაიტანა სომხეთში ზანგეზურზე, ახლა ქართული ცის ოკუპაციაც მოახდინა…” –...

16 აპრილიდან აბასთუმნის არეალში საჰაერო სივრცის დაკეტვასთან დაკავშირებით მთავრობის...