spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ტელევიზიის მფლობელი როდესაც გამოვა და 5 ივლისის სისხლიან...

“ტელევიზიის მფლობელი როდესაც გამოვა და 5 ივლისის სისხლიან სპეცოპერაციაში დაადანაშაულებს ჟურნალისტებს – ეს არის ფსკერი!” – ინგა გრიგოლია

ტელეკომპანია ,,იმედის“ მფლობელმა ირაკლი რუხაძემ 5-6 ივლისს მომხდარ ფაქტებში დაზარებული ჟურნალისტები დაადანაშაულა: ,,თქვენ თუ ფიქრობთ, რომ იცი რა ჟურნალისტები რაღაცნაირად მოყვნენ ამ გაუგებრობაში, ეს ესე არაა!“ – განაცხადა უცნობის გადაცემაში სტუმრობის დროს. ამ შეფასებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთეს თავად ჟურნალისტებმა, ტელეკომპანია ,,მთავარის“ ეთერში და აღნიშნავენ, რომ:

,,5 ივლისს, რაც მოხდა ეს იყო ძალიან მძიმე ფაქტი – ჩვენთვის, ყველასთვის: როგორც ჟურნალისტებისთვის, როგორც უბრალოდ ადამიანებისთვის, მაგრამ რასაც ვაკვირდები 5 ივლისის შემდეგ რა კომენტარებიც კეთდება, ეს კიდევ უფრო მძიმე რეალობას აჩვენებს.

ეს ადამიანი მეუბნება, რომ მე მინდოდა ისინი ფიზიკურად დამპირისპირებოდნენ. ანუ ამბობს, რომ ლექსოს უნდოდა ეს მძიმე დაზიანებები მიეყენებინათ მისთვის“, – განაცხადა ტვ ,,პირველის“ ჟურნალისტმა მირანდა ბაღათურიამ.

,,სულ მცირე შემრცხვებოდა ამ ადამიანის ადგილას. იმიტომ, რომ ამ პირის ტელეკომპანიის ჟურნალისტები და ოპერატორები 5 ივლისს დაზიანდნენ ისევე, როგორც ჩვენ.

თითქოს მე ვეუბნებოდი მათ, რომ არიან პუტინთან დაკავშირებული ადამიანები. თითქოს მე მეკეთა ,,ლგბტ“ დროშა და ამიტომაც დამარტყეს. აი ეს არის ის ვერსია, რომელსაც ავითარებენ ეს ადამიანები, თუმცა, ბუნებრივია, სხვა არაფერი არ აქვთ“, – განაცხადა ტვ ,,ფორმულას“ ჟურნალისტმა რატი წვერავამ.

,,არ ვიცი რატომ აკეთებს ბატონი ირაკლი ასეთ განცხადებას, მაგრამ ჩემთვის ცოტა ცინიკურად ჟღერს. ,,იმედის“ თანამშრომელი რომ ვიყო, ვიგრძნობდი თავს შეურაცხყოფილად.

მე არ მინახავ ის კადრი, როცა რომელიმე საეკლესიო პროცესში ჟურნალისტი მივიდა და ასეთი კითხვა დაუსვა ვინმეს, ამიტომ არ მგონია, სიმართლეს შეესაბამებოდეს“, – განაცხადა ჟურნალისტმა ირაკლი აბსანძემ.

,,საოცრება ვნახე და მოვისმინე… ირაკლი რუხაძე არის ის კაცი, რომელმაც ბიძინა ივანიშვილის დავალებით ,,რეაქცია“ დახურა, თავის დროზე.

ტელევიზიის მფლობელი როდესაც გამოვა და 5 ივლისის სისხლიან სპეცოპერაციაში დაადანაშაულებს ჟურნალისტებს – ეს არის ფსკერი! ამის იქით აღარაფერი შეიძლება მოხდეს“, – განაცხადა ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ.

აქვე გთავაზობთ, ტელეკომპანია ,,იმედის“ მფლობელის ირაკლი რუხაძის განცადების უცნობის გადაცემიდან:
,,მე, რაც მომიყვნენ და შეიძლება ვცდები არის, რომ ის ხალხი, რომელსაც საერთოდ არ ვამართლებ და არაფერი სენტიმენტები არ მაქვს მათ მიმართ, რაღაც წირვაზე თუ ლოცვაზე შეიკრიბნენ რამოდენიმე ეკლსიასთან, რომელიც გახდა ცნობილი, რომ იქ იქნებოდნენ. მიადგნენ და პირდაპირ ეკითხებოდნენ რამდენს გიხდის პუტინი ამაში. ამიტომ თქვენ თუ ფიქრობთ, რომ იცი რა ჟურნალისტები რაღაცნაირად მოყვნენ ამ გაუგებრობაში, ეს ესე არაა!
ჟურნალისტები ამას ძაან ძაან აქეზებენ და ძაან უნდათ, რომ ეს ხდებოდეს!“ – განაცხადა ირაკლი რუხაძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ასეთი ამჩემფეხება და თავკერძა თანამოქალაქეების ეპოქაში რატომ მომიწია ცხოვრება, სულ ამას ვფიქრობ” – გოჩა...

თავისი გადასახედიდან, ქართულ რეალობას აღწერს, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში,...

მიხეილ სააკაშვილი: “ძირს კლეპტოკრატიული დიქტატურა!”

"მთელი ქვეყანა უნდა მოიცვას პროტესტმა" - აცხადებს საქართველოს მე-3...

“გამოდის რომ საქართველოში დიპლომი არა კომპეტენციის, არამედ რწმენის დამადასტურებელი დოკუმენტია” – გია ხუხაშვილი

პატრიარქობის კანდიდატებად შერჩევის პროცესში საღვთისმეტყველო განათლების დამადასტურებელი დიპლომის საჭიროებას,...

“ეკა, 6 მაისს შენს სახლთან მოდიან დედები და მამები, რომლებიც თავიანთი შვილების სიცოცხლის გასახანგრძლივებლად...

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი თეონა ჭალიძე, დიუშენით დაავადებული ბავშვების პრობლემებზე ამახვილებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბიძინათქვენს ისე ეზიზღებით მთელი საქოცეთი, მგონი მე არ მეზიზღებით ეგრე🤡” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი, მმართველ გუნდში მიმდინარე/მოსალოდნელ...

“ეს დღევანდელი სურათია… ასე ემშვიდობება ყველაფერჩიკობას!!!” – ნუკა არველაძე

ბლოგერი, ჟურნალისტი ნუკა არველაძე, სოციალურ ქსელში მძიმე შეფასებებს აკეთებს...

“ხანდახან მართლა მგონია, რომ პრემიერი კობახიძე AI-ზე აქტიურია, წარმატებები მას და მის გუნდს!” –...

ანალიტიკოსი გია აბაშიძე მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძისა და მმართველი...

“ყველაზე დიდი საცოდაობა ის არის, რომ ივანიშვილი ცდილობს კობახიძის გაგდება დასავლეთში გაყიდოს” – ნინო...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის ნინო ჯანგირაშვილის ირონიულ-სკანდალური ვარაუდები მმართველ...

“გამოდის რომ საქართველოში დიპლომი არა კომპეტენციის, არამედ რწმენის დამადასტურებელი დოკუმენტია” – გია ხუხაშვილი

პატრიარქობის კანდიდატებად შერჩევის პროცესში საღვთისმეტყველო განათლების დამადასტურებელი დიპლომის საჭიროებას,...