spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"თავის თავს თუ დაიმშვიდებს ,,ქართული ოცნება“ 46% კი...

“თავის თავს თუ დაიმშვიდებს ,,ქართული ოცნება“ 46% კი არა 96% ჩაწეროს, უფრო მშვიდად იქნებიან!” – სერგო ჩიხლაძე

,,ქართული ოცნების“ მიერ თბილისში ჩატარებული კვლევის თანახმად 46% აქვს მმართველ გუნდს, 23% ,,ნაციონალურ მოძრაობას“. აღნიშნულ კვლევაზე შეფასებები გააკეთეს ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენლებმა, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ეს ციფრები არ ასახავს რეალობას:

,,პირველ ადგილზე რომ ,,ქართული ოცნება“ გავა ახლა ეს ფაქტია. 46%-ს აიღებს თუ 43%-ს არვიცი ნამდვილად, რაღაც მკითხაობა გამოვა ჩემგან და არ მინდა ლელა კაკულიას შევეცილო თავის როლში.

ერთ რამეში დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი გუნდი თბილისში, სადაც ჩვენი პოზიციები გაცილებით ძლიერია, კარგ შედეგს აჩვენებს და ჩვენ საკრებულოში, დარწმუნებული ვარ, რომ გავიყვანთ რამდენიმე ძალიან კვალიფიციურ და წესიერ ადამიანს, რომელიც მთელი შემართებით მოემსახურება ქალაქს“, – განაცხადა პარლამენტის პოლიტიკური ჯგუფის ,,მოქალაქეების“ თავმჯდომარემ ალეკო ელისაშვილმა.

,,ქართული ოცნების“ შიდა კვლევები არის კვლევის კვლევით გადაფარვის მცდელობა. ძალიან უცნაურია, როდესაც ,,ქართულ ოცნებას“ დაუწერა თავად ,,ოცნებამ“ 46% და კახა კალაძეს 66%. ანუ რა გამოდის?! – მმართველი გუნდის აღიარებით კალაძეს 20%-ით მეტი აქვს რეიტინგი, ვიდრე ,,ოცნებას“. ისინი წერენ და კითხულობენ და ქართველი ხალხი 2 ოქტომბრის რეფერენდუმზე მივა და გააკეთებს არჩევანს!“ – განაცხადა ,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნიკა ობოლაძემ.

,,ქართული ოცნების“ გარდა ჩვენც ვატარებთ შიდა პარტიულ კვლევებს და იქ ასეთი მონაცემები არ არის! 30%-ზე მეტს ვერ იღებს მმართველი გუნდი – ჩვენი და სხვა ოპოზიციური პარტიების შიდა პარტიული კვლევებით. ახლა თავის თავს თუ დაიმშვიდებს ,,ქართული ოცნება“ 46% კი არა 96% ჩაწეროს, უფრო მშვიდად იქნებიან!“, – განაცხადა ,,სტრატეგია აღმაშენებელის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა სერგო ჩიხლაძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“კობახიძემ პარლამენტში კიდევ ერთხელ განავითარა ორი პარალელური “ლოგიკური” ხაზი, რომლებსაც “ქართული ოცნება” ბოლო წლებია...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მთავრობის მეთაურის, ირაკლი...

“როგორც დედა – დედას, როგორც ქალი – ქალს, გისურვებთ სულიერ სიმტკიცეს, ძალას და სიმშვიდეს”...

სოციალურ ქსელში გავრცელდა ეკატერინა ივანიშვილის წერილი, რომლითაც უპასუხა შვილმოკლული...

“ჩხუბი ქუჩაში მოსულა და თუ თავი გვაქვს, იქ ვიჩხუბოთ😊” – ლელა ჯეჯელავა

პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას, პირდაპირი მინიშნებებით და კონკრეტული შეთავაზებით,...

“ჰოდა, “არა და არასდროს” ყოფილხართ ლეგიტიმური პრეზიდენტი ქ-ნო სალომე!!!” – თაკო ჩარკვიანი

სალომე ზურაბიშვილის პოზიციას, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით - "არა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მე არ ვჩუმდები და ვიყენებ ყველა ხელმისაწვდომ ტრიბუნას მსოფლიოშიც და საქართველოშიც, კიდევ კარგი, რომ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კონკრეტული ფაქტების გასაჯაროვებას აანონსებს...

“აღარასდროს და არაფერი ეშველება მათ შიშველ უვიცობას, ფსკერულობას და მდაბიოობას” – ლაშა ბუღაძე

პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას ეხმაურება მწერალი, დრამატურგი ლაშა ბუღაძე: "ახალს...

“ეს სამარცხვინო ცემა-ტყეპა სიყვარულის ენით იყო გაჯერებული, მაინტერესებს?” – ბაჩანა შენგელია

პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას კონკრეტული პოზიციით და (არა)რიტორიკული შეკითხვით...

“საქმეში დევს ათობით საათი ვიდეო ჩანაწერები. არ არსებობს 1 კადრიც კი სადაც ჩვენ ამასთან...

“ოპოზიციის ალიანსის” ერთერთი ლიდერი, “გირჩი – მეტი თავისუფლების” თავმჯდომარე...

“არანაირი თანამდებობა არ მჭირდება იმისათვის, რომ ვემსახურო ჩემს ხალხს!” – ლევან ხაბეიშვილი

საპატიმროდან “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის მორიგი პოლიტიკური...