პარასკევი, მარტი 14, 2025
23.7 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიირაკლი ღარიბაშვილი: "ბიძინა ივანიშვილმა 2012 წელს სოფლის მეურნეობა...

ირაკლი ღარიბაშვილი: “ბიძინა ივანიშვილმა 2012 წელს სოფლის მეურნეობა ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად გამოაცხადა და მილიარდობით ლარი ჩაიდო ამ მიმართულებით”

მევენახეობის მიმართულებით 2012 წელს იყო სერიოზული პრობლემა, როცა ჩვენ მოვედით. მაშინ ჩვენმა დამფუძნებელმა, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა გამოაცხადა, რომ სოფლის მეურნეობა იქნება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი და მილიარდობით ლარი ჩაიდო ამ მიმართულებით. 300-დან 350 მილიონამდე შემოდის ყოველწლიურად, მხოლო რთველის სახით – მხოლოდ მევენახეობის, ყურძნის გადამუშავებისთვის კახეთის რეგიონში. მოსავლიანობა გაიზარდა 300 000 ტონამდე“, – აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კახეთში მერობის კანდიდატების წარდგენისას.

მთავრობის მეთაურმა ქვეყნის შემდგომი განვითარების გეგმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თუ ქვეყანა თანმიმდევრული, მტკიცე ნაბიჯებით ივლის წინ, 10 წელიწადში საქართველო ევროპული ტიპის სახელმწიფოდ იქცევა:

ჩვენი გეგმის მიხედვით, ჩვენ სოფლის მეურნეობაში ჩავდებთ ძალიან დიდ ინვესტიციებს, დაახლოებით 7 მილირდი ლარის ინვესტიციას, ჯამში, კერო სექტორთან ერთდ, 20მილიარდი ლარის ინვესტიციაა დაგეგმილი კერძო სექტორთან ერთად, მომდევნო წლების განმავლობაში. ჩვენ თუ თანმიმდევრული, მტკიცე ნაბიჯებით ვივლით წინ, 10 წელიწადში შეიძლება, ჩვენი ქვეყანა რეალურად გარდავქმნათ და ვაქციოთ ევროპული ტიპის სახელმწიფოდ. ს უნდა იყოს ჩვენი მთავრი საზრუნავი. ეს ნიშნავს იმას, რომ ყველა რეგიონის მიხედვით დამუშავებული გვაქვს გეგმები, ვიცით რა უნდა გავაკეთოთ თითოეულ მუნიციპალიტეტში, როგორ ავითვისოთ თითოეული გოჯი მიწა, რა კულტურები გავაშენოთ, როგორ დავეხმაროთ მოსახლეობას, როგორ გავუშენოთ, როგორ ვასწავლოთ ამის მივლა-პატრონობა, შევქმნათ გადამამუშავებელი საწარმოები, პროფესიული სასწავლებლები ადგილზე, ყველა მუნიციპალიტეტში. ეს გეგმები გვაქვს და ამ მიზნებით მოვდივართ და მინდა ეს სათქმელი ჩამოვიტანო თქვენამდე.

ეკონომიკის მიმართულებით გვაქვს სერიოზული გეგმები – რეალური ინდუსტრიისა და ადგილობრივი წარმოების განვითარების მიმართულებით. 1300-ზე მეტი ახალი საწარმო დაფინანსდება მომდევნო წლების განმავლობაში. დაიხარჯება მილიარდი ლარი მომდევნო 3 წელიწადში, იმისათვის, რომ დაფინანსდეს ადგილობრივი წარმოება. მეტი ადგილობრივი წარმოება გვჭირდება ყველგან, ყველა მუნიციპალიტეტის დონეზე უნდა ჩავიდეთ ეტაპობრივად. ეს ჩვენი ვარაუდით, წარმოშობს 100 000 ახალ სამუშაო ადგილს. მანამდე „აწარმოე საქართველოს“ პროგრამით დაფინანსებულია ასეულობით საწარმო. მილიარდი ლარის ინვესტიცია განხორციელდა და შეიქმნა 20 000 ახალი სამუშაო ადგილი. 50 000 ბენეფიციარი ყავს ჩვენს პროგრამებს. პროგრამას „აგროკრედიტი“, იაფი სესხის პროგრამაა. „დანერგე მომავალი“. 1700-ზე მეტი სამაცივრე მეურნეობა განვითარდა ჩვენი დაფინანსებით. „დანერგე მომავლის“ პროგრამის ხელშეწყობით გაშენდა 13 000 ჰექტარზე მეტი ხეხილის ბაღები, მრავალწლოვანი კულტურები.

ვიმყოფებით რა კახეთში, უნდა შევახსენო მოსახლეობას, მევენახეობის მიმართულებით 2012 ელს იყო სერიოზული პრობლემა, როცა ჩვენ მოვედით. მაშინ ჩვენმა დამფუძნებელმა, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა გამოაცხადა, რომ სოფლის მეურნეობა იქნება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი და მილიარდობით ლარი ჩაიდო ამ მიმართულებით. 300-დან 350 მილიონამდე შემოდის ყოველწლიურად, მხოლო რთველის სახით – მხოლოდ მევენახეობის, ყურძნის გადამუშავებისთვის კახეთის რეგიონში. მოსავლიანობა გაიზარდა 300 000 ტონამდე. 2012 წელს ეს იყო მხოლოდ 52 000 ტონა. მაშინ მეღვინეობის კომპანიების საერთო ჯამი არ აღემატებოდა 39-ს. დღეს არის 300-ზე მეტი ქართული ღვინის კომპანია და იქმნება ძალიან დიდი დოვლათი. გაშენდა 6400 ჰექტარი ახალი ვენახი. ეს ნიშნავს, რომ მოსახლეობას სჯერა და ჩართულები არიან ამ პროგრამების ათვისებაში, მაგრამ კიდევ უფრო უნდა გავზარდოთ ხელმისაწვდომობა. წეღან ბატონი ლევან დავითაშვილი ამბობდა – იაფ და გრძელვადიან ფულზე უნდა ჰქონდეს ჩვენს მოსახლეობას ხელმისაწვდომობა. ამ ყველაფრის უზრუნველყოფას ვაკეთებთ ჩვენ – მთავრობა, რა თქმა უნდა, ბიზნესთან ერთად, ამიტომ, მაქსიმალური ხელშეწყობა გექნებათ თქვენ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ინფორმაციას “ქართული ოცნების” პრესსამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“2012 წლის შემდეგ უარი ვთქვით ვიტრინის ფუნქციაზე და ამის გამო ვისჯებით დასავლეთისგან” – ზაალ...

საქართველოსა და უკრაინაში წინა და მოქმედი ხელისუფლებების შეფასებას "ვიტრინის...

“თქვენ, გუშინ გამოჩეკილო პარტაქტივისტებო და სიტუაციურო “გმირებო”, ცოტა ტონს დაუწიეთ…” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, გარკვეული კატეგორიის პირებს კონკრეტული მინიშნებებით...

ჭადრაკის სასახლისა და ალპური კლუბის რეაბილიტაცია დაიწყო

თბილისის განვითარების ფონდმა კოსტავას ქუჩა N37ა-ში მდებარე ჭადრაკის სასახლისა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მადლობა ყველას, ახლა მხოლოდ ერთობა და სოლიდარობა გადაგვარჩენს!❤️” – თემურ ჯანაშია

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი, პარლამენტის ყოფილი დეპუტატი...

“ბრავო, გიორგი ვაშაძე❗ დიდია შენი წვლილი ამ რეზოლუციის მიღებაში, სადაც ერთ-ერთი პუნქტი მიხეილ სააკაშვილის...

Alde-მ, საქართველოს შესახებ, ნიდერლანდების, გერმანიის და საქართველოს მიერ ინიცირებული...

“თვითმფრინავის ბიჭების” მბრალდებლებსაც და მოსამართლესაც ალბათ მართალი ეგონათ თავი, მაგრამ კი ვხედავთ ისტორიის ვინ...

საპროტესტო აქციებზე დაკავებულების სასამართლო პროცესი გაიმართა. პროცესზე სიტყვით გამოსვლისას,...

“მიხეილ სააკაშვილს 12 წელი აბრალებდნენ ყველაფერს, მაგრამ ბოლოს რა დარჩათ? პიჯაკი და პროტოკოლური ყვავილების...

მიხეილ სააკაშვილისთვის განაჩენის გამოტანას ეხმაურება "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი...