საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ტოკიო-2020 ოლიმპიადაზე მონაწილე საქართველოს სპორტსმენების შედეგებს აქვეყნებს:
XXXII ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობდა საქართველოს 33 სპორტსმენი. ისინი გამოვიდნენ სპორტის 11 სახეობაში.
ჩვენმა ოლიმპიელებმა მოიპოვეს 8 მედალი (ოქრო 2, ვერცხლი 5 და ბრინჯაო 1), საერთო ჩათვლაში კი 206 ქვეყანას შორის დაიკავეს 33-ე გუნდური ადგილი.
ოლიმპიური ჩემპიონები გახდნენ ლაშა ბექაური (ძიუდო) და ლაშა ტალახაძე (ძალოსნობა). ვერცხლის მედლები აიღეს ვაჟა მარგველაშვილმა (ძიუდო), ლაშა შავდათუაშვილმა (ძიუდო), გურამ თუშიშვილმა (ძიუდო), იაკობ ქაჯაიამ (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა) და გენო პეტრიაშვილმა (თავისუფალი ჭიდაობა), ბრინჯაოსი – ანტონ პლესნოიმ (ძალოსნობა).
ქართველ სპორტსმენთა შედეგები ზაფხულის XXXII ოლიმპიურ თამაშებზე
(ტოკიო. 2021 წლის 23 ივლისი – 8 აგვისტო)
1. რამაზ ზოიძე (ბ/რ ჭიდაობა, 67 კგ) V
2. ლაშა გობაძე (ბ/რ ჭიდაობა, 87 კგ) XI
3. გიორგი მელია (ბ/რ ჭიდაობა, 97 კგ) IX
4. იაკობ ქაჯაია (ბ/რ ჭიდაობა, 130 კგ) II
5. ავთანდილ კენჭაძე (თ.ჭიდაობა, 74 კგ) XII
6. ელიზბარ ოდიკაძე (თ. ჭიდაობა, 97 კგ) VIII
7. გენო პეტრიაშვილი (თ. ჭიდაობა, 125) II
8. გოგიტა არქანია (კარატე, +75 კგ) V
9. სახილ ალახვერდოვი (კრივი, 52 კგ) XVII
10. ესკერხან მადიევი (კრივი, 69 კგ) V
11. გიორგი ხარაბაძე (კრივი, 75 კგ) XVII
12. სოფიკო შათირიშვილი (მძლეოსნობა, ბირთვის კვრა) XXXI
13. გიორგი მუჯარიძე (მძლეოსნობა, ბირთვის კვრა) XXVII
14. ბაჩანა ხორავა (მძლეოსნობა, სიგრძეზე ხტომა) XXVIII
15. ლაშა ღულელაური (მძლეოსნობა, სამხტომი) დისკვ.
16. სალომე ფაჟავა (მხატვრული ტანვარჯიში) XVII
17. ნინო სალუქვაძე (ტყვიის სროლა) XXXI- 10 მ; XXV -25 მ
18. სანდრო ბაზაძე (ფარიკაობა, ხმალი) IV
19. ნიკოლოზ ბასილაშვილი (ჩოგბურთი) IX
20. ირაკლი რევიშვილი (ცურვა, 400 მ, კროლი) XXXII
21. შოთა მიშველიძე (ძალოსნობა, 61 კგ) VII
22. გოგა ჩხეიძე (ძალოსნობა, 67 კგ) VIII
23. ანტონ პლესნოი (ძალოსნობა, 96 კგ) III
24. ლაშა ტალახაძე (ძალოსნობა, +109 კგ) I
25. ლუხუმ ჩხვიმიანი (ძიუდო, 60 კგ) VII
26. ვაჟა მარგველაშვილი (ძიუდო, 66 კგ) II
27. ლაშა შავდათუაშვილი (ძიუდო, 73 კგ) II
28. ტატო გრიგალაშვილი (ძიუდო, 81 კგ) V
29. ლაშა ბექაური (ძიუდო, 90 კგ) I
30. ვარლამ ლიპარტელიანი (ძიუდო, 100 კგ) V
31. გურამ თუშიშვილი (ძიუდო, +100 კგ) II
32. ტეტიანა ლევიცკა-შუკვანი (ძიუდო, 52 კგ) IX
33. ეთერ ლიპარტელიანი (ძიუდო, 57 კგ) V