spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"რიგითი საჯარო მოხელეების ფეისბუქპოსტებს და ფეისბუქზე ლაიქებს დასდევს...

“რიგითი საჯარო მოხელეების ფეისბუქპოსტებს და ფეისბუქზე ლაიქებს დასდევს ხელისუფლება და ამაში იხარჯება სახელმწიფოს მთელი რესურსი” – ნათია მეზვრიშვილი

პარტია „საქართველოსთვის“ გაძლიერების და ჩვენი მხარდამჭერების რაოდენობის ზრდის პარალელურად იზრდება პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა ჩვენს მხარდამჭერებზე“, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილემ – ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

მეზვრიშვილი ხაზს უსვამს, რომ საჯარო მოხელეებზე ზეწოლა ხელისუფლებამ ჯერ კიდევ პარტიის ოფიციალურად დაარსებამდე დაიწყო, თუმცა თუ იმ ეტაპზე ძირითადად სამსახურიდან გაშვებით შემოიფარგლებოდნენ – უკვე იყენებენ დაშინების, ზეწოლის, ახლობლების დაშინების და კერძო ბიზნესზე ზეწოლის მეთოდებსაც.

ბოლო რამდენიმე თვეა, ხელისუფლებამ გაამრავალფეროვნა ზეწოლის, მუქარის და პოლიტიკური ნიშნით დევნის მეთოდები – საწყის ეტაპზე მხოლოდ თანამდებობებიდან გათავისუფლებას იყენებდა ზეწოლის ინსტრუმენტად, დღეს უკვე, ისევე როგორც ეს ხდებოდა 2011-2012 წლებში – ოპონენტების მიმართ ხელისუფლება აქტიურად იყენებს ბიზნესზე ზეწოლის ოჯახის წევრების დაშინების, ნათესავების, ახლობლების დაშინების მეთოდებს,“- განაცხადა მეზვრიშვილმა.

საწყისი ეტაპიდან განსხვავებით ნიშანდობლივია, რომ დღეს უკვე ხელისუფლებამ ჩართო მთელი სახელმწიფო მანქანა, ჩვენი მხარდამჭერების და წევრების მიმართ პოლიტიკური ნიშნით დევნის მიზნებისთვის ხელისუფლება აქტიურად იყენებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, ძალოვან უწყებებს, პოლიციას, შემოსავლების სამსახურს,“ – ამტკიცებს ნათია მეზვრიშვილი, თუმცა ხაზი გაუსვა რომ ამ უწყებების რიგითი თანამშრომლების მდგომარეობა გასაგებია და მიმდინარე მოვლენებზე სრული პასუხისმგებლობა მხოლოდ პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ეკისრება.

დღეის მდგომარეობით ათეულობით საჯარო მოხელეა გათავისუფლებული დაკავებული პოზიციებიდან, როგორც შუა რგოლის მენეჯერები, ასევე რიგითი თანამშრომლები. განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რომ ახალ ტენდენციას წარმოადგენს პოლიციელების და ძალოვანი უწყებების თანამშრომლების დევნა პოლიტიკური ნიშნით. გუშინდელი შემთხვევა არ იყო პირველი შემთხვევა – ბოლო თვეების განმავლობაში ათეულობით პოლიციელი იქნა გათავისუფლებული დაკავებული თანამდებობიდან პოლიტიკური ნიშნით,“ – განაცხადა პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილემ.

განსაკუთრებით მძიმეა რომ რიგითი საჯარო მოხელეების ფეისბუქპოსტებს და ფეისბუქზე ლაიქებს დასდევს ხელისუფლება და ამაში იხარჯება სახელმწიფოს მთელი რესურსი,“ – აღნიშნავს ნათია მეზვრიშვილი.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ამ დროისთვის, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია” – მაია მუმლაძე მურთაზ ზოდელავაზე

ე.წ. "4 ოქტომბრის საქმეზე" მსჯავრდებული მურთაზ ზოდელავა, ჯანმრთელობის მდგომარეობის...

“დანებების ყველაზე დიდი ცდუნება სწორედ გამარჯვების წინ დგება” – ლელა ჯეჯელავა

გამარჯვების წინა განწყობების მანიშნებელი სიმპტომები ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავასგან: "ძალიან გაიწელა...

“იქნებ საზოგადოებას მაინც ავუხსნათ, რასთან გვაქვს საქმე?” – პაატა მანჯგალაძე ირაკლი კობახიძეს, მამუკა მდინარაძეს...

სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე განცხადება გააკეთა ე.წ. "4 ოქტომბრის საქმეზე"...

“მაგ მსჯელობიდან ფაშიზმამდე ერთი ნაბიჯია, მეგობრებო” – მერაბ მეტრეველი

ჟურნალისტი, მერაბ მეტრეველი კახეთში, სასტუმრო “Agarani Estate”-ში, მომხდარ ინციდენტთან...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ახალი შესეული იყო ურდო უკრაინას, კობახიძემ რომ თქვა, აქ ახლა ბევრი რუსი ჩამოვა და...

კახეთში, სასტუმრო “Agarani Estate”-ში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით კონკრეტულ ფაქტებს...

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

“დანებების ყველაზე დიდი ცდუნება სწორედ გამარჯვების წინ დგება” – ლელა ჯეჯელავა

გამარჯვების წინა განწყობების მანიშნებელი სიმპტომები ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავასგან: "ძალიან გაიწელა...

“მადლობელი ვარ ჩემი და ჩემი ძმაკაცის ირაკლი ნადირაძისადმი გამოხატული ძმური სოლიდარობისთვის” – ლევან ხაბეიშვილი

საპატიმროდან “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის წერილი, ემოციური...

“ანუ, სააკაშვილმა რომ მამა დაუჭირა, ეგ იყო “ოჯახის განადგურება” და ივანიშვილმა რომ ქმარი დაუჭირა,...

ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლის, ნუნუკა თამაზაშვილის მადლიერ პოზიციას ბიძინა ივანიშვილის...