,,სტრატეგია აღმაშენებლი“ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიიღებს პირველი ნომრით. როგორც პარტიის გენერალური მდივანი პაატა მანჯგალაძე აღნიშნავს აუცილებელია, მესამე ძალის ანუ ,,ნაციონალური მოძრაობისგან“ და ,,ქართული ოცნებისგან“ განსხვავებული ძალების მოსვლა ხელისუფლებაში:
,,იმისთვის, რომ არსებობდეს კოალიციური მთავრობები აუცილებელია, მესამე ძალის ანუ ,,ნაციონალური მოძრაობისგან“ და ,,ქართული ოცნებისგან“ განსხვავებული პოლიტიკური ძალების არსებობა ქვეყანაში ანუ შესაბამისი საარჩევნო შედეგის მიღება.
ამიტომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ პოლარიზება მოხდეს არა ორ ძალას შორის, როგორიც არის ,,ნაციონალური მოძრაობა“ და ,,ქართული ოცნება“, არამედ არსებობდეს მესამე ძლიერი ცენტრი.
მესამე ძალაზე მესმის საზოგადოებრივი ინტერესი მაღალია. ბოდიშს მოვუხდი საზოგადოებას, ამაზე დღეს ვერ გიპასუხებთ, დაგეგმილი გვაქვს ევროპული სტანდარტის კამპანია, რომელიც არის თარგეტირებული და მიზნობრივი. ,,სტრატეგია აღმაშენებელი“ არსებობს და გააგრძელებს საქმიანობას, როგორც პარტია. აქ არის ლაპარაკი საარჩევნო სტრატეგიაზე“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე


