ორშაბათი, ივლისი 7, 2025
21.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიოკუპაციაკახა კუჭავა: ოკუპაცია დასრულდება და მომავალი თაობები გამთლიანებულ...

კახა კუჭავა: ოკუპაცია დასრულდება და მომავალი თაობები გამთლიანებულ საქართველოში იცხოვრებენ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ და პარლამენტის წევრებმა, აღმასრულებელ და ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად 2008 წლის აგვისტოს ომის მე-13 წლისთავთან დაკავშირებით, რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს, გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. მათ 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების ოჯახის წევრებს მიუსამძიმრეს და თანადგომა გამოუცხადეს.

ეს ადამიანები არიან გმირები. მათ სამუდამოდ დატოვეს სახელი ქვეყნის დამოუკიდებლობის და თავისუფლებისთვის ბრძოლაში. და ამით ნამდვილად უნდა იამაყოს თითოეულმა ქართველმა და მათმა ოჯახებმა. ოკუპაცია არის დროებითი და ჩვენ მას მალე დავასრულებთ“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ გმირთა მემორიალის გვირგვინით შემკობის ცერემონიის შემდეგ განაცხადა.

კახა კუჭავას განცხადებით, რუსეთის აგრესია, საქართველოსთან ერთად მთელი მსოფლიო ებრძვის. პარლამენტის თავმჯდომარე მიიჩნევს. რომ აგრესია დასრულდება და მომავალი თაობები გაერთიანებულ საქართველოში იცხოვრებენ.

ძალიან მძიმე დღეებია მთელი საქართველოსთვის, საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის. 13 წლის წინ დაიწყო სამხედრო აგრესია საქართველოს წინააღმდეგ, 20 პროცენტი ჩვენი ტერიტორიების ოკუპირებულია.

ძალიან მძიმე სანახავია, როდესაც მოვდივართ აქ, სასაფლაოზე და ჩვენი გმირების ოჯახებს ვხედავთ, მათ შვილებს, მშობლებს, მეუღლეებს. რთულია, რა თქმა უნდა, გაიზიარო ისე, როგორც თვითონ იზიარებენ ამ წუხილს, მაგრამ ფაქტი ერთია, ეს ადამიანები არიან გმირები და სამუდამოდ დატოვეს სახელი ქვეყნის დამოუკიდებლობის და თავისუფლებისთვის ბრძოლაში. და ამით ნამდვილად უნდა იამაყოს თითოეულმა ქართველმა და მათმა ოჯახებმა.

ოკუპაცია არის დროებითი და ჩვენ მას ძალიან მალე დავასრულებთ. რუსეთი არის აგრესორი და რუსეთის აგრესია აუცილებლად დამთავრდება მალე და ამას ებრძვის არა მხოლოდ საქართველო, არამედ მთელი მსოფლიო. ეს ის რეალობაა, რომლის წინაშეც ვდგავართ ჩვენ და ჩვენი მომავალი თაობები დარწმუნებული ვარ გაერთიანებულ საქართველოში იცხოვრებენ“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მინდა ისე გაიარონ ურთულესი გზა, რომ მათთან ერთად საქართველოს გვეზეიმოს!” – ნუკა არველაძე

"ქართული ოცნების" ლიდერების - ირაკლი კობახიძის და კახა კალაძის...

“ლელოს” გადაწყვეტილება არის წინააღმდეგობის მოძრაობის ღალატი” – ლაშა ბუღაძე

ქართველი მწერალი და დრამატურგი, ლაშა ბუღაძე, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული...

“ჩვენი მიზანი ამ ქვეყანაში იყო და არის პოლიტიკური სისტემის და რეჟიმის შეცვლა!” – მამუკა...

"ლელო - ძლიერი საქართველოს" ლიდერი, მამუკა ხაზარაძე, საპატიმროდან გამოგზავნილი...

“არ არსებობს იმაზე ტრაგიკული ადამიანი, ვინც ხელებით, ფეხებით, კბილებით ეჭიდება ძალაუფლებას” – პაატა მანჯგალაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“დრო მოვა, თქვენს ცრემლებს ძმრად ამოვადენთ ამ სისტემას და ქალადწოდებულ ნინო გალუსტიანს‼️” – ელისო...

თბილისის საქალაქო სასამართლოში მორიგი გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანეს საპროტესტო აქციებზე...

“ჩიტმა დაასკინტა მაგ თქვენს კვლევას, პასუხებსაც და თქვენს მოტივებსაც” – ნანუკა ჟორჟოლიანი

დაგეგმილ სოციოლოგიურ კვლევაში "გორბის" მიერ კითხვარში შეტანილ ერთ კონკრეტულ...

“ჩემი და ალისას დიალოგი მიშასთან” – სოფო ნიჟარაძე

მომღერალი სოფო ნიჟარაძე სოციალურ ქსელში სახალისო ისტორიას იხსენებს, რომელიც...

“პირდაპირ ვაცხადებ, რომ ეს იქნება ივანიშვილის ხელისუფლების ლეგიტიმაციის და სწორედ ეს უნდათ მათაც” –...

სოციალური კვლევის და ანალიზიც ინსტიტუტმა ჩაატარა სოციოლოგიური კვლევა ამ...