ორშაბათი, ივლისი 7, 2025
30.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიოკუპაცია"ქვეყნის დეოკუპაციის გარეშე, მე ვერ წარმომიდგენია საქართველოს სრულფასოვანი...

“ქვეყნის დეოკუპაციის გარეშე, მე ვერ წარმომიდგენია საქართველოს სრულფასოვანი განვითარება, ძლიერი სახელმწიფოს ჩამოყალიბება” – გიორგი გახარია

ჩვენ ყველანი უნდა შევთანხმდეთ, რომ დეოკუპაციისა და დებორდერიზაციის სტრატეგია ეს არის ზეპარტიული საკითხი და ყველას უნდა გვქონდეს ერთიანი პოზიცია“, – ამის შესახებ გიორგი გახარიამ შინდისის გმირების მემორიალთან განაცხადა.

პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის 13 წლისთავთან დაკავშირებით, დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად შინდისის გმირების მემორიალი ყვავილებით შეამკო.

დღეს, ჩვენ ყველა, საქართველოს მოქალაქეები პატივს მივაგებთ აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს და რა თქმა უნდა, სიმბოლურია და შემთხვევითი არ არის, რომ ჩვენ ვართ დღეს აქ შინდისში გმირების მემორიალთან. შინდისის გმირების, რომლებიც გიორგი ანწუხელიძესთან ერთად დაუმარცხებელი საქართველოს სიმბოლო არიან.

13 წელი გავიდა, გრძელდება ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია. მე რამდენჯერმე მითქვამს და კიდევ ხშირად გავიმეორებ, რომ ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის 20%-ის მიწის ოკუპირება. ეს ჩვენი ქვეყნის განვითარების შეზღუდვაა, ჩვენი ადამიანური რესურსის შეზღუდვაა და ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ქვეყნის დეოკუპაციის გარეშე, მე ვერ წარმომიდგენია საქართველოს სრულფასოვანი განვითარება, ძლიერი სახელმწიფოს ჩამოყალიბება.

სწორედ ამიტომ არის, რომ დეოკუპაციის სტრატეგია, დებორდერიზაციის სტრატეგია ეს არის ზეპარტიული საკითხები, რომელზეც ჩვენ ყველა უნდა შევთანხმდეთ და იმის მაგივრად, რომ ერთმანეთს ვებრძოლოთ და დისკუსიები გავმართოთ იმაზე, ვინ დაიწყო ომი და როდის დაიწყო ეს ომი, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის უაღრესად ზეპარტიული საკითხი, ერთადერთი აუცილებელი პირობა ძლიერი ქართული სახელმწიფოს მშენებლობისთვის და ჩვენ ყველანი ამ დღეს მაინც უნდა შევთანხმდეთ, რომ დეოკუპაციისა და დებორდერიზაციის სტრატეგია ეს არის ზეპარტიული საკითხი და ყველას უნდა გვქონდეს ერთიანი პოზიცია”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“სხვისი შვილების უსამართლო პატიმრობით, განაჩენი საკუთარი შვილებისთვის გამოაქვს…” – გია ხუხაშვილი

საპროტესტო აქციებზე დაკავებული ახალგაზრდებისთვის განაჩენის გამოტანას ეხმაურება ანალიტიკოსი გია...

“თუ ყაველაშვილის მხრიდან ამ განცხადებას არ ღებულობენ იმიტომ, რომ არალეგიტიმურს ეძახიან, ბოდიში და იმ...

პარლამენტის დეპუტატი, ირაკლი ზარქუა ირონიული შეფასება-განმარტებებს აკეთებს ოპოზიციის მიერ...

“უცხოური ფული იხარჯება იმაში, რომ მოხდეს სახელმწიფო გადატრიალება და ხელისუფლების დამხობა” – კახა კალაძე:

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, გუშინდელ საპროტესტო აქციაზე ისმოდა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“დრო მოვა, თქვენს ცრემლებს ძმრად ამოვადენთ ამ სისტემას და ქალადწოდებულ ნინო გალუსტიანს‼️” – ელისო...

თბილისის საქალაქო სასამართლოში მორიგი გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანეს საპროტესტო აქციებზე...

“ჩიტმა დაასკინტა მაგ თქვენს კვლევას, პასუხებსაც და თქვენს მოტივებსაც” – ნანუკა ჟორჟოლიანი

დაგეგმილ სოციოლოგიურ კვლევაში "გორბის" მიერ კითხვარში შეტანილ ერთ კონკრეტულ...

“ჩემი და ალისას დიალოგი მიშასთან” – სოფო ნიჟარაძე

მომღერალი სოფო ნიჟარაძე სოციალურ ქსელში სახალისო ისტორიას იხსენებს, რომელიც...

“პირდაპირ ვაცხადებ, რომ ეს იქნება ივანიშვილის ხელისუფლების ლეგიტიმაციის და სწორედ ეს უნდათ მათაც” –...

სოციალური კვლევის და ანალიზიც ინსტიტუტმა ჩაატარა სოციოლოგიური კვლევა ამ...