ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024

“ქართულმა ოცნებამ” იმდენად დამაზიანებელი გადაწყვეტილება მიიღო შეთანხმებიდან გასვლის სურვილის გაცხადებით, რომ პრეზიდენტმაც კი ვერ შეძლო ამის გამართლება – პაატა მანჯგალაძე

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე პოლიტიკური შეფასება გააკეთა საპარლამეტო ფრაქცია ,,შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის“ თავმჯდომარის მოადგილე პაატა მანჯგალაძემ:

,,არ აქვს მნიშვნელობა ვის მოსწონს და ვის არ მოსწონს პრეზიდენტი, უნდა ვთქვათ, რომ მნიშნელოვანი გზავნილი იყო, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ,,ქართულმა ოცნებამ’’ იმდენად დამაზიანებელი გადაწყვეტილება მიიღო ამ შეთანხმებიდან გასვლის სურვილის გაცხადებით, რომ პრეზიდენტმაც კი ვერ შეძლო ამის გამართლება.

ბევრ ნაწილში პირდაპირ დაადანაშაულა და თქვა, რომ ეს არის ქვეყნისთვის საზიანო, რომ ასე ჩვენ დასავლელ პარტნიორებში ნდობას ვერ მოვიპოვებთ“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული