ორშაბათი, ივნისი 30, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიარჩევნები2 ოქტომბერს ამომრჩევლები აირჩევენ 64 საკრებულოს 2068 წევრს...

2 ოქტომბერს ამომრჩევლები აირჩევენ 64 საკრებულოს 2068 წევრს – როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული წესით და 64 მერს – ცესკო

მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოსა და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.

დღეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომა გაიმართა. კომისიამ 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკი დაამტკიცა. ასევე განსაზღვრა არჩევნებთან დაკავშირებული სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროცედურა, მათ შორის საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების შესარჩევი კონკურსის წესი, პირობები და ვადები და ა.შ.

დღევანდელ სხდომაზე ჩვენ მივიღეთ რიგი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებისა, რაც აუცილებელია კანონმდებლობის სრული დაცვით საარჩევნო პროცესის წარმართვისთვის. შემოგთავაზებთ მრავალ სიახლეს და სერვისს, რომელიც მაქსიმალურად იქნება ამომრჩეველზე ორიენტირებული. აქტიურად ვიმუშავებთ ჩართულ მხარეებთან იმისათვის, რომ მათ მუდმივად ჰქონდეთ სრული ინფორმაცია ჩვენი საქმიანობის შესახებ, განვიხილავთ საერთაშორისო პარტნიორებთან მრავალმხრივი მიმართულებით თანამშრომლობის შესაძლებლობებს და იმედი მაქვს, ყველა ერთად მივალთ 2 ოქტომბრამდე იმ განცდით და მოტივაციით, რომ თითოეულმა ჩვენგანმა შევასრულოთ ჩვენი მოქალაქეობრივი ვალი და გავაკეთოთ არჩევანი. ჩვენ ყველამ ერთად უნდა ჩავატაროთ არჩევნები“, – განაცხადა სხდომის დასრულების შემდეგ ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა.

2 ოქტომბერს ამომრჩევლები აირჩევენ 64 საკრებულოს 2068 წევრს (როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული წესით) და 64 მერს.

დღეიდან მოქმედებს ყველა ის საკანონმდებლო მოთხოვნა, დაშვება და აკრძალვა, რაც არჩევნების დანიშვნას უკავშირდება. კერძოდ, დღეიდან ამოქმედდა წინასაარჩევნო კამპანიის (აგიტაციის) წარმოების წესები. ასევე, საბიუჯეტო თანხების, თანამდებობრივი ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენების აკრძალვასთან დაკავშირებული ნორმები.

ინფორმაციას ცესკოს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ვერასოდეს ვერაფრით ვერ დაგვაშინებენ, ვერ გაგვტეხენ” – სოფო ჯაფარიძე

პროდასავლური პარტიების ლიდერების პატიმრობის მისჯას და დაპატიმრების გადაწყვეტილებებს ეხმაურება...

მიხეილ ყაველაშვილმა ანზორ ჩუბინიძე ღირსების ორდენით დააჯილდოვა

მიხეილ ყაველაშვილმა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა...

“ბოლო სერიაში ესენი მაინც ყველა შემთხვევაში გარბიან. ნებისმიერი სცენარით” – ნინო ჯანგირაშვილი მმართველ გუნდზე

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის, ნინო ჯანგირაშვილის პოლიტ-სცენარი: "ბოლო სერიაში ესენი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...