შაბათი, აპრილი 20, 2024

“დიახ, ღია წერილით მივმართეთ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს” – ირმა ინაშვილი

”საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” გენერალურ მდივან, ირმა ინაშვილს აუცილებლად მიაჩნია დიალოგი რუსეთთან და მზადყოფნას გამოხატავს, რომ აქტიური მონაწილეობა მიიღოს ამ პროცესში, სხვადასხვა ფორმატში:

დიახ, მივმართეთ ღია წერილით რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს. დიახ, ჩვენ მზად ვართ, რომ იყოს დიალოგი ჩვენს დონეზე. დააკვირდით, ამ წერილს ხელს აწერს ძალიან გავლენიანი ხალხი.

თუ დამისვამთ კითხვას, რომ ჩავალ თუ არა მოსკოვში და მივიღებ თუ არა მონაწილეობას სხვადასხვა ფორმატში, – დიახ ჩავალ, შევხვდები დეპუტატებს და არა მარტო დეპუტატებს, ხოლო თუ იქნება მზაობა, შევხვდები ასევე სხვადასხვა პოლიტიკური თანამდებობის პირებს იმისათვის, რომ ჩემი ქვეყნის ინტერესი დავიცვა,” – აცხადებს ირმა ინაშვილი.

ინფორმაციისთვის: ირმა ინაშვილმა ფეისბუქის პირად გვერდზე გამოაქვეყნა რუსეთის პრეზიდენტისადმი გაგზავნილი ღია წერილი, რომელსაც 42 პიროვნება (ძირითადად  სხვადასხვა მოწვევის პარლამენტის ყოფილი დეპუტატები და ყოფილი სამხედრო მაღალჩინოსნები) აწერს ხელს, სადაც პუტინს მიმართავენ და აცნობებენ, რომ ისინი არიან საქართველოსა და რუსეთს შორის ორმხრივ ნდობასა და პატივისცემაზე დაფუძნებული გულწრფელი და მეგობრული ურთიერთობების მომხრეები, მიზანშეწონილად მიაჩნიათ პირდაპირი დიალოგის დაწყება ორ ქვეყანას შორის და საქართველოს ნეიტრალიტეტის საკითხის გააქტიურება.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული