პარასკევი, აპრილი 19, 2024

“არავითარ ნდობას არ იმსახურებს არც “IRI”-სა და არც “NDI”-ს მიერ დაკვეთილი კვლევები” – ირაკლი ღარიბაშილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, კვლევითი ორგანიზაციების – ,,IRI“-სა და ,,NDI“-ს კვლევებს, უნდობლობას უცხადებს, რადგანაც მიიჩნევს, რომ ეს კვლევები ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ არის დაკვეთილი:

,,ჩვენ არასოდეს არ ვენდობოდით ,,ნაციონალური მოძრაობის“ კვლევითი ორგანიზაციების მიერ ჩატარებულ კვლევებს, ადგილზე. აქვე მინდა, დავადასტურო, ჩვენ, რა თქმა უნდა, პატივს ვცემთ ,,IRI“-სა და ,,NDI“-ს, მაგრამ მათ მიერ დაქირავებული, აქ ადგილზე ჩატარებული კვლევები, ძალიან დიდ კითხვის ნიშნებს იწვევს. ვინაიდან ორგანიზაციები, რომლებიც ადგილზე ატარებენ კვლევებს, საველე სამუშაოებს, არიან უშუალოდ მართული და კონტორილირებული ,,ნაციონალური მოძრაობის“ მიერ.

შესაბამისად, არავითარ ნდობას არ იმსახურებს არც ,,აირაი“-ს, არც ,,ენდიაი“-ს მიერ დაკვეთილი კვლევები. ვინაიდან, კიდევ ვიმეორებ, მათ მიერ დაკვეთილი და შესრულებული სამუშაოები ადგილზე ტარდება ,,ნაციონალური მოძრაობის“ კვლევითი ორგანიზაციების მიერ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული