კვირა, ივნისი 29, 2025
20.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიარჩევნებიცესკოს გიორგი კალანდარიშვილი უხელმძღვანელებს

ცესკოს გიორგი კალანდარიშვილი უხელმძღვანელებს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი გახდა. ის უკვე შეხვდა ცესკოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს, გიორგი შარაბიძეს და თავმჯდომარის უფლებამოსილება გადაიბარა.

ჩვენ დეტალურად ვისაუბრეთ ყველა იმ პროექტისა თუ საქმიანობის შესახებ, რომელიც დაიგეგმა და მიმდინარეობდა იმ პერიოდში, როდესაც მე ვასრულებდი თავმჯდომარის მოვალეობას. განვიხილეთ ყველა საკითხი, მომავალი გამოწვევები. ვუსურვებ მას წარმატებებს მომავალ საქმიანობაში“, – განაცხადა გიორგი შარაბიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

გვქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრა. ვისაუბრეთ მიმდინარე აქტივობებისა და უახლოეს პერიოდში დაგეგმილ საქმიანობებზე. მე უკვე ვერთვები ყველა იმ აქტივობაში, რომელიც დაგეგმილი იყო. გარდა ამისა, ჩვენ ვისაუბრეთ სარჩევნო ადმინისტრაციის გამოწვევებზეც. მე გიორგი შარაბიძეს გავუზიარე ჩემი ხედვა გამჭვირვალობის საკითხებისა და იმ ამოცანებზე, რომელიც ჩემი ხელმძღვანელობის პერიოდში იქნება ერთ-ერთი პრიორიტეტული და მნიშვნელოვანი, მათ შორის არის უწყვეტი ინკლუზიური საინფორმაციო კამპანიის წარმოება ამომრჩევლებისთვის, ქვემდგომი კომისიების კომპეტენციების საკითხის გაძლიერება/განვითარება და ინკლუზიურობის და ჩართულობის ხარისხის მაქსიმალური ზრდა“, – აღნიშნა გიორგი კალანდარიშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას.

გიორგი კალანდარიშვილმა თავმჯდომარის პოსტზე მუშაობა დღეიდან დაიწყო. საქართველოს პარლამენტმა ის გუშინ, რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე აირჩია.

გიორგი კალანდარიშვილი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 2008 წლიდან სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობს. ამ დრომდე ის ადამიანური რესურსების მართვისა და შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტ ხელმძღვანელობდა. ის არის საარჩევნო ადმინისტრაციის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე, ასევე საერთაშორისო სტანდარტის ISO 9001:2015 -ის მოთხოვნების შესაბამისად ცესკოს ხარისხის მენეჯერი.

პროფესიით იურისტი გიორგი კალანდარიშვილი არაერთი საერთაშორისო სასწავლო კურსის წარმატებული მონაწილე იყო, მას მიღებული აქვს განათლება საარჩევნო, სამართლებრივ, გენდერულ, საარჩევნო ტექნოლოგიებისა და კიბერ ჰიგიენის, ეფექტური საჯარო მენეჯმენტის, საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის, პერსონალური მონაცემების დაცვის და სხვა საკითხებზე. გიორგი კალანდარიშვილს ასევე აქვს სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებული არჩევნების სადამკვირვებლო მისიებში მონაწილეობის მრავალწლიანი გამოცდილება. საერთაშორისო დამკვირვებლის სტატუსით ჩართული იყო როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან სადამკვირვებლო მისიებში.

ინფორმაციას ცესკოს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მერე ესენი წავლენ ციხეში, ჟანრის ლოგიკაა🙌 სხვაგვარად არ ხდება📌” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე პოლიტიკური პროცესების კონკრეტულ...

“მაშინ როცა ლუკაშენკო უშვებს პოლიტპატიმრებს, ესენი სულ უფრო მეტ პოლიტიკოსს და უბრალოდ აქტიურ ადამიანს...

პოლიტიკოსი ლიდერების დაპატიმრების ფაქტებს ეხმაურება საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ...

“აუ, რა ენერგია დახარჯეს ქოცებმა ამერიკის და დიფ სთეიტის ლანძღვაში” – ელისო კილაძე

მთავრობის მეთაურ ირაკლი კობახიძის მიერ მზადყოფნაზე მინიშნებას, აშშ-სთან ურთიერთობის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...

“საქართველო ივანიშვილის გარეშე! – აი ეს არის გამოსავალი და გზა რეალური არჩევნებისკენ!” – ლევან...

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი კონკრეტულ...