პარასკევი, აპრილი 19, 2024

“ჩვენ ყოველთვის მომხრე ვართ მეტი შეზღუდვების იმიტომ, რომ სამწუხაროდ შვედები არ ვართ ჩვენ” – პაატა იმნაძემ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე ქვეყანაში შეამნილი ეპიდსიტუაციის ფონზე აცხადებს, რომ ემხრობა შეზღუდვების გამკაცრებას:

,,ჩვენ ყოველთვის მომხრე ვართ მეტი შეზღუდვების იმიტომ, რომ, სამწუხაროდ, შვედები არ ვართ ჩვენ.

შეზღუდვებში მოიაზრება მკაცრი შეზღუდვების აღდგენა –  გადაადგილება ღამის საათებში, რესტორნებში მხოლოდ აცრილების დაშვება ან წინასწარ გატესტილების…

კონსესუსი, რომ დაწესდეს მკაცრი შეზღუდვები, უნდა იყოს არა მარტო საკოორდინაციო საბჭოში, არამედ საზოგადოებაშიც და პოლიტიკურ ძალებშიც. შეზღუდვები უნდა მოითხოვონ მათ, ვინც ხალხის სახელით ლაპარაკობს.

მე არავისთან არ ვაწარმოებ მოლაპარაკებებს, ვამბობ ჩემს აზრს, რომ ვემხრობი მკაცრ შეზღუდვებს.

საბჭო გადაწყვეტილებას იღებს კონსესუსით. კონსესუსს სჭირდება არა მარტო საბჭოში კონსესუსი, არამედ ქვეყანაში სჭირდება კონსესუსი ასეთ მძიმე გადაწყვეტილებებს“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული