სამშაბათი, ივლისი 15, 2025
26.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"საქართველოს ჩვენ მხოლოდ ევროპასთან მჭიდრო კავშირში ვხედავთ" -...

“საქართველოს ჩვენ მხოლოდ ევროპასთან მჭიდრო კავშირში ვხედავთ” – “სტრატეგია აღმაშენებლის” ახალგაზრდული ორგანიზაცია

“სტრატეგია აღმაშენებლის” ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა ევროკავშირის წარმომადგენლობის რეზიდენციასთან ბრიფინგი გამართეს. პარტიის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა ყურადღება 19 აპრილის შეთანხმების დარღვევაზე გაამახვილეს, რომლითაც “ქართულმა ოცნებამ” უარი თქვა დემოკრატიულ განვითარებისა და ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციაზე

28 ივლისს ,,ქართულმა ოცნებამ’’ ცალმხრივად დაარღვია 19 აპრილის შეთანხმება. ამ ნაბიჯით მან უარი თქვა ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასა და ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციაზე.

ჩვენ სტარტეგია აღმაშენებლის ახალგაზრდები, აქტიურად ვართ ჩართულნი ქვეყნის დემოკრატიული მომავლის მშენებლობაში. ჩვენ, გვინდა გვქონდეს ქვეყანა სადაც ახალგაზრდებს აქვთ განათლებისა და განვითარების შესაძლებლობა, ქვეყანა სადაც ჩვენი მშობლები არ მიდიან საზღვრებს მიღმა სამუშაოს საძიებლად, და ქვეყანა სადაც მოხუცებს აქვთ ღირსეული ცხოვრების პირობები.

ასეთ საქართველოს ჩვენ მხოლოდ ევროპასთან მჭიდრო კავშირში ვხედავთ. ვიცით რომ ევროპული მომავალი არის ყველა იმ სირთულის გადაჭრის გზა, რაც ქვეყნის მოსახლეობას აწუხებს.

,,ქართული ოცნების’’ განცხადების შემდეგ ნათლად გამოჩნდა ხელისუფლების დამოკიდებულება დასავლეთის მიმართ და ის, რომ ისინი არ აპირებენ ქვეყნის განვითარებაზე ზრუნვას, რაც ჩვენ გვართმევს უამრავ შესაძლებლობას და გვწირავს უიმედო მომავლისთვის.

გვინდა ხმა მივაწვდინოთ ბატონ შარლ მიშელს, პირველ რიგში მადლობა გადავუხადოთ გაწეული შრომისთვის (შეთანხმება მისი დამსახურებით იქნა მიღწეული) და კიდევ ერთხელ ვთხოვოთ, რომ მაქსიმალურად აქტიურად ჩაერთოს პროცესებში, მოახდინოს დროული რეაგირება და გამოიყენოს ყველა მის ხელთ არსებული მექანიზმი, რაც აიძულებს ხელისუფლებას შეასრულოს 19 აპრილის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები”, – აცხადებს “სტრატეგია აღმაშენებლის” ახალგაზრდული ორგანიზაცია.

ინფორმაციას “სტრატეგია აღმაშენებლის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“შავი ასოებით უნდა შევიდეს დემოკრატიული საქართველოს ისტორიაში ყველა ის პოლიტიკოსი თუ ჟურნალისტი, რომელიც “დანოსებით”...

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა...

“ქოცები რომ წავლენ, მერე რას აპირებთ?!” – ელისო კილაძე

პოლიციელებსა და შუახნის მამაკაცს შორის მომხდარი ინციდენტის შემდეგ, რა...

“ასე გვაკლდება კაცები და ვრჩებით მოგონებებთან” – ნადიმ ხმალაძე ვანო ნადირაძეზე

უკრაინაში ნაბრძოლი ნადიმ ხმალაძე სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“დღეს მივხვდი, რომ თეა წულუკიანის პორტრეტი ძალიან დამშვენდებოდა მისი სასახლის კედლებს🤣” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას (ირონიული) შეთავაზება: "ბატონი ბიძინას კოლექციიდან რაღაც ნიმუშები...

“ლევანი არის ერთ-ერთი ყველაზე სწორი და მამაცი ადამიანი ვისაც ვიცნობ და მას ვერაფერი ვერ...

გავრცელებული ინფორმაციით, ისინი, ვინც "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან...

“ჩემი აზრით “ლელოსთან” შემდგომ ოპონირებას აზრი არა აქვს” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი ეხმაურება ევროპარლამენტის რეზოლუციას და თავის პოზიციას...

“ასე გვაკლდება კაცები და ვრჩებით მოგონებებთან” – ნადიმ ხმალაძე ვანო ნადირაძეზე

უკრაინაში ნაბრძოლი ნადიმ ხმალაძე სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს...