spot_img
მთავარიარჩევნები"ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგზე არავითარი ფორმით არ იქნება...

“ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგზე არავითარი ფორმით არ იქნება დამოკიდებული რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის საკითხის გადაწყვეტა” – ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ თვითმმართველობის არჩევნების შედეგებზე არ იქნება დამოკიდებული დაინიშნება თუ არა რიგგარეშე ვადამდელი არჩევნები: ,,რომც ავიღოთ 3% ,,ლელოსავით“ მაინც არ დაინიშნება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები. 93% რომ ავიღოთ, მაინც არ დაინიშნება!“ – აცხადებს იგი:

,,ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგზე არავითარი ფორმით არ იქნება დამოკიდებული რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის საკითხის გადაწყვეტა – არავითარი ფორმით!

ანუ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგებს არ ექნება არავითარი მნიშვნელობა, რომც ავიღოთ 3% ,,ლელოსავით“, მაინც არ დაინიშნება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები, 93% რომ ავიღოთ, მაინც არ დაინიშნება!

შეგახსენებთ ჩვენ განცხადებას: ჩვენ ვთქვით, რომ ნებისმიერ დროს თუ დავინახავთ ვითარება არის მომწიფებული იმისათვის, რომ ჯანსაღი კოალიციური მმართველობა შედგეს საქართველოში, ამ შემთხვევაში ყველაფრისგან დამოუკიდებლად მივიღებთ, ჩვენი კეთილი ნებით ამ გადაწყვეტილებას.

მაგრამ თვითმმართველობის არჩევნების შედეგზე ეს ვერ იქნება მიღებული!“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ მმართველმა პარტიამ, რამდენიმე დღის წინ, მიიღო გადაწყვეტილება გასულიყო შარლ მიშელი დოკუმენტის შეთანხმებიდან. როგორც მმართველი გუნდის წარმომადგენლები აღნიშნავენ, პასუხისმგელობას არ გაურბიან და განსახილველი საკითხების შეჯერება მოხდება საქართველოს კონსტიტუციიდან გამომდინარე და არა შარლ მიშელის დოკუმენტის მიხედვით.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

✨ “შეგვეწიოს უფალი, რომ ყოველთვის გვესმოდეს ქრისტეს ხმა და ვუპასუხოთ მას სიწმინდისაკენ, სრულყოფილებისკენ სწრაფვით...

⛪️ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს უწმინდესისა და უნეტარესის,...

“ღმერთმა გადმოგვხედა და ბავშვი კარგად არის” – ნინო კუხალეიშვილი

"სიმღერის აკადემიის" დამფუძნებლები და მოსწავლეები ერთობლივი სიმღერით სტუმრად  იმყოფებოდნენ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბატონო ბიძინა, მე თქვენს ადგილზე იმათ კი არ დავიჭერდი, ვისაც არ მოსწონხართ…” – ლელა...

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა კონკრეტულ რჩევებს აძლევს "ქართული ოცნების" საპატიო...

“წვრილფეხა ქოცებო, რა ტყულად ეტენეთ მდინარაძეს. მგონი წულუკიანს გინიშნავთ პრემიერად ბიძინათქვენი” – ნინო ჯანგირაშვილი

მმართველ გუნდში შესაძლო საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით ირონიულ მინიშნებებს აკეთებს...

“ბატონო ივანიშვილო, თუ თქვენმა პრემიერმა ცოტა მუხრუჭებს არ მიხედა…” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას მინიშნებები "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის ბიძინა...

“ოდნავაც არ გასვრილა ის “თეთრი ხელთათმანები”?” – ზაზა ბიბილაშვილი ირაკლი კობახიძის პოზიციას ეხმაურება

ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის დამფუძნებელი ზაზა ბიბილაშვილი მთავრობის მეთაურის, ირაკლი...