ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024

წითური ყანჩა (ქარცი ყანჩა) – Purple heron (Ardea purpurea)

ველური ბუნების ეროვნული სააგენტო აგრძელებს საინტერესო მასალების გამოქვეყნებას საქართველოს ფაუნის შესახებ. ამჯერად გაიცანით კრწანისის ტყეპარკის მობინადრე ფრინველი წითური ყანჩა (ქარცი ყანჩა) – Purple heron (Ardea purpurea).

სხეულის სიგრძე: 70-90სმ, ფრთების შლილი: 120-138სმ. შეფერილობაში სქესთა შორის განსხვავება არ არის გამოხატული. თავისა და კისრის გვერდები მოწითალოა გრძივი შავი ზოლებით, ყელი თეთრია, სხეულის ზედა მხარე – მონაცრისფრო, ფრთის წინა კიდე – ჩალისფერი; გვერდები, მკერდი და მუცელი მოწითალო-ჩალისფერია, შუბლი და თხემი – შავი, კეფაზე აქვს ორი შავი წაგრძელებული ბუმბული. ნისკარტი და ფეხები მოყვითალოა. გამრავლების პერიოდში მხრებზე უვითარდება წაგრძელებული, წითური ფერის ბუმბულები.

ბუდობს კოლონიებად. ბუდეს იკეთებს ხეზე ან ლელქაშში. მაისის პირველ ნახევარში დებს 2-5 კვერცხს. საინკუბაციო პერიოდი 28 დღემდე გრძელდება.

მისი ჰაბიტატია ტბებისა და მდინარეების ჭაობიანი სანაპიროები.

IUCN-ის სტატუსი: LC

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული