spot_img
მთავარიდედაქალაქის ამბებიის სიცრუე და ცილისწამება, რასაც ეს დღეებია ვისმენთ,...

ის სიცრუე და ცილისწამება, რასაც ეს დღეებია ვისმენთ, აზარალებს არა კახა კალაძეს ან მერიას და მის უწყებებს, არამედ ზოგადად, ჩვენს ქალაქს, თრგუნავს საზოგადოებას – კახა კალაძე

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ქვეყანაში ნებისმიერ ადამიანს აქვს გამოხატვის და სიტყვის თავისუფლება, თუმცა დედაქალაქის იერსახის დამახინჯება კანონდარღვევაა და იგი დასჯადი ქმედებაა.

როგორც მან მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ქალაქის იერსახის დამახინჯების ნებისმიერ ფაქტზე, თბილისის მერიას შესაბამისი რეაგირება ექნება.

თბილისის ქუჩები და მისი შენობება-ნაგებობები ქმნიან ამ ქალაქის სახეს, მის იმიჯს. ამდენად, დედაქალაქის იერსახის დამახინჯება არის კანონდარღვევა და იგი დასჯადი ქმედებაა. ჩვენს ქვეყანაში ნებისმიერ ადამიანს აქვს გამოხატვის და სიტყვის თავისუფლება, რისთვისაც არსებობს უამრავი საშუალება და ფორმა. ეს არის ის საკითხი, რომელსაც ჩვენ 2012 წელს, ყველამ ერთად მივაღწიეთ, მაგრამ დაუშვებელია, კანონისა და წესების სრული უგულებელყოფით, ქუჩებსა და შენობებზე გამოვაკრათ, რაც მოგვესურვება – შევღებოთ, საღებავი შევასხათ ან წარწერები გავაკეთოთ. ყველა ასეთ ფაქტზე თბილისის მერიას ჰქონდა, აქვს და მომავალშიც ექნება რეაგირება, რათა არ დავუშვათ ქალაქის იერსახის დამახინჯება“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

მისივე თქმით, ბოლო დღეების განმავლობაში, მერიის უწყებისა და მისი თანამშრომლების დისკრედიტაციის მცდელობა იყო.

არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, ვინ რომელ პოლიტიკურ პარტიას განეკუთვნება, ან ვის როგორი პოლიტიკური გემოვნება აქვს. ჩვენ ყველა ასეთ შემთხვევაში გვქონდა, გვაქვს და მომავალშიც გვექნება რეაგირება, რადგან ეს ქალაქი ყველასია. ამიტომ, ფაქტის დადგენის შემთხვევაში, ყველა კანონდამრღვევი დაჯარიმდება. ჩემთვის პირადად, ასევე, სამწუხაროა ისიც, რომ ბოლო ფაქტის გამო, მიზანმიმართულად იყო მცდელობა მერიის უწყების, მისი თანამშრომლების დისკრედიტაციის. ასევე, იყო მცდელობა ამ პლაკატების უშუალოდ ჩემს საარჩევნო კამპანიაზე პროექციის. სულ მცირე ლოგიკაა საჭირო – რაში სჭირდება კახა კალაძეს არეულობა და ქაოსი, აგრესია?! მე და ჩემს გუნდს არ გვჩვევია ამ მეთოდებით ბრძოლა. განსაკუთრებით მაშინ, როცა თბილისის მოსახლეობამ მე და ჩემს გუნდს ნდობა გამოგვიცხადა ქალაქის განვითარებისთვის. ეს არის ყველაზე დიდი კაპიტალი, რაც კი გაგვაჩნია. ეს არის ჩვენი პიარიც და ჩვენი იარაღი ოპონენტებთან ურთიერთობისას“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, მოახლოვებულ არჩევნებთან ერთად, იმატებს ცილისწამება და შეურაცხყოფა, რაც ძალიან საგანგაშოა.

ის სიცრუე და ცილისწამება, რასაც ეს დღეებია ვისმენთ, აზარალებს არა კახა კალაძეს ან მერიას და მის უწყებებს, არამედ ზოგადად, ჩვენს ქალაქს, თრგუნავს საზოგადოებას, ადამიანებში იწვევს გაღიზიანებას. ეს არ არის პირველი შემთხვევა და მოახლოვებულ არჩევნებთან ერთად, სამწუხაროდ, იმატებს ცილისწამება და შეურაცხყოფა, რაც ძალიან საგანგაშოა. იმატებს აგრესია, ძალადობა. მინდა, ვთხოვო თბილისის მერიის თითოეულ თანამშრომელს, ჩემს მხარდამჭერებს, ყველა იმ ადამიანს, ვისაც გული შესტკივა ჩვენს ქალაქზე, გულშემატკივრობს ქალაქის განვითარებას, წინსვლას, რომ არავითარ შემთხვევაში, ამ აგრესიას და ძალადობას, აგრესიით და ძალადობით არ ვუპასუხოთ. ვაჯობოთ სიძულვილს, გავაგრძელოთ საქმის კეთება სიყვარულით, როგორც ეკადრება ამ ქალაქს, ჩვენს ქვეყანას და როგორც გვჩვევია ჩვენ. რაც შეეხება დეზინფორმაციას, მას ყოველთვის დავუპირისპირებთ სიმართლეს, კონკრეტულ საქმეებს, კონკრეტულ ფაქტებს, ახალ პროექტებს და განვითარების პერსპექტივას. დავუპირისპირებთ პროფესიონალიზმს და ქალაქის, მოქალაქეებისადმი პატივისცემას და სიყვარულს“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“რამდენი უსახური ნაგებობა შენდება ქალაქში და მაინც და მაინც დოქებს მიადგნენ” – რომან გოცირიძე

გავრცელებული ინფორმაციით რიყის დოქების დემონტაჟის გადაწყვეტილებაა მიღებული და მის...

“ასე ხდება, როცა ქალაქი რჩება ცეხავიკებს და სულიერად მდაბიო პროვინციალებს” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი მწვავე შეფასებებით ეხმაურება რიყის დოქების დემონტაჟისთვის...

თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს განცხადება

საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეუფერხებლად გადაადგილებისა და საგზაო უსაფრთხოების დაცვის მიზნით,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ტყეში დამარხული იარაღი კი არა, ბაზალეთის ტბაში რომ აკვანია, ისიც ახალაიების დამარხულია” – ლელა...

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, ე.წ. "ტყეში დამარხული იარაღის" საქმეზე გამართულ...

“ასე მოჰყავს “ქოცნებას” ნელ-ნელა მიშას პოლიტიკური გამარჯვება, ისე რომ მიშას ახალი ლოზუნგების გამოგონებაც არ...

სოციოლოგი, ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიგი თევზაძე კონკრეტულ...

“დღეს, ოპოზიციური ლიდერების წინააღმდეგ მთავარ მოწმეებად გვევლინებიან ღიად პრორუსები!” – ნანა ტოხვაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, ნანა ტოხვაძე ე.წ. "საბოტაჟის საქმეზე"...

“ასე ხდება, როცა ქალაქი რჩება ცეხავიკებს და სულიერად მდაბიო პროვინციალებს” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი მწვავე შეფასებებით ეხმაურება რიყის დოქების დემონტაჟისთვის...

“ამ ადამიანის ასეთი გამეტება რა მდაბალი ქცევაა” – ნათია ფანჯიკიძე ალეკო ელისაშვილზე

ფსიქოლოგი, არტთერაპევტი, ფსიქოთერაპიის ცენტრ “კამარა”-ს დამფუძნებელი ნათია ფანჯიკიძე ემოციური...