პარასკევი, მარტი 29, 2024

“როცა ჟურნალისტი გადადის პოლიტიკაში, იქ მე პოლიტიკურად შესაბამის თამაშს ვაწარმოებ” – თეა წულუკიანი

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგზარდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა ,,მთავარი არხის“ ჟურნალისტს ემა გოგოხიას ერთ-ერთი ჩაწერის დროს წართმეულ მიკროფონთან დაკავშირებით ჟურნალისტს მასთან სვანეთში, სადაც ამჟამად იმყოფება, ასვლას სთავაზობს იმისთვის, რომ წართმეული ქონება დაუბრუნოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ურჩევს დაელოდოს 3 ოქტომბერს და შემდეგ თვითონ მიუტანს:

,,ქალბატონი ემა ამობრძანდეს – მე ჯერ კიდევ სვანეთში ვარ. თუ ამოვა ამ ხეობაში მე მას ამ მიკროფონს დავუბრუნებ, თუ არადა უნდა დაიცადოს იმ მომენტამდე, როდესაც მას შევხვდები.

როცა ჟურნალისტი გადადის პოლიტიკაში, იქ მე პოლიტიკურად შესაბამის თამაშს ვაწარმოებ.

ამიტომ ქალბატონო ემა, დღეს-ხვალ ვარ სვანეთში და მობრძანდით, თუ გაქვთ ამოსასვლელი პირი. თუ არადა მობრძანდით სხვაგან, სადაც ვიქნები და დაიბრუნეთ ქონება ან დაელოდეთ თქვენს მორიგ მწარე მარცხს – 3 ოქტომბერს და მაშინ მე თვითონ მოვალ და დაგიბრუნებთ ამ მიკროფონს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული