spot_img
მთავარიგანათლება და მეცნიერებადღეს, რეზო გაბრიაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება

დღეს, რეზო გაბრიაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება

დღეს, 25 ივლისს, 19:00 საათზე, რუსთაველის ეროვნული თეატრის დიდ დარბაზში, რეზო გაბრიაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება. პროექტის იდეა ეკუთვნის სანდრო ყანჩელს.

კონცერტის ორგანიზატორები არიან თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე, გია ყანჩელის სახელობის თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი და რუსთაველის ეროვნული თეატრი. საღამო ეძღვნება რეზო გაბრიაძის 85 წლის იუბილეს.

პროგრამაშია დმიტრი შოსტაკოვიჩი – კონცერტი ფორტეპიანოს, საყვირისა და სიმებიანი ორკესტრისათვის (c moll) და გია ყანჩელი – „წერილები მეგობრებს“ – ვერსია კლარნეტისა და სიმებიანი ორკესტრისათვის. კონცერტში მონაწილეობენ მსოფლიოში აღიარებული მუსიკოსები: დირიჟორი – ანდრეი ბორეიკო, სოლისტები – პოლინა ოსეტინსკაია (ფორტეპიანო) და იულიან მილკისი (კლარნეტი). საყვირის სოლოს დმიტრი შოსტაკოვჩის კონცერტში შეასრულებს თბილისის ახალგაზრდული ორკესტრის მუსიკოსი ელმირა აივაზიანი (17 წლის).

რეზო გაბრიაძის ხსოვნისადმი მიძღვნილ კონცერტს თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია დაესწრება.

საკონტაქტო პირი: ჯაბა სიხარულიძე – 577 28 87 87

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ალბათ როგორი ამაყია ახლა პაატა ციხეში, როცა მისი შვილი ამხელა წარმატებას აღწევს” – გიორგი...

"სტრატეგია ამაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერის, პატიმრობაში მყოფი პაატა მანჯგალაძის შვილების...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“თუ წარსულში ჩავრჩით და ჩვენი ტრავმებით ვიცხოვრეთ, ქვეყანა ჩარჩება წარსულში” – ნიკა გვარამია

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“ახლა ჩვენ უკვე დიქტატურის გვირაბში ვიმყოფებით დიდი სიჩქარით და აქ სულ სხვა მეთოდებია საჭიროა”...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ეხმაურება რა უნგრეთში ჩატარებულ...

“დიალოგი თუ ილუზია: რა არ გვესმის რუსეთის პოლიტიკაში” – ალექსი ნონიაძის ანალიტიკა

საბჭოთა კავშირი დაიშალა, თუმცა რუსეთის ფედერაციის იმპერიული ამბიციები არსად...

“ქოცები ქართველებს ეპყრობიან, როგორც ოკუპირებულ ხალხს” – მიხეილ სააკაშვილი

ჯარიმებთან დაკავშირებით მძიმე შეფასება-განმარტებებს აკეთებს საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ...

“რომ არა ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც საკუთარი თავი და მისთვის ყველაზე ძვირფასი – საკუთარი ოჯახის...

„ყოველთვის, როდესაც ოპოზიცია მორიგ პოლიტიკურ კრიზისს განიცდის, მათი პარტიული...