კვირა, მაისი 11, 2025
17.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიკანონი და სამართალიდღეს ხელისუფლებაში ვინც არის, ხვალ ოპოზიციაში იქნება, ან...

დღეს ხელისუფლებაში ვინც არის, ხვალ ოპოზიციაში იქნება, ან ოპოზიციაშიც არ იქნება – ეკა ბესელია

საკმაოდ უჩვეულო სიტუაცია დაფიქსირდა პარლამენტში, სადაც ეკა ბესელიას თავისი თანამოაზრეებთან ერთად მომზადებული კანონპროექტის წარდგენა თითქმის ცარიელ დარბაზში მოუწია.

ამ ფაქტმა და მმართველი ძალის მიდგომამ მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის საკითხთან მიმართებაში იმდენად გააღიზიანა “ქართული ოცნების” ყოფილი წევრი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე, რომ ხელისუფლებას ფაქტიურად ოპოზიციაში გადასვლა ან პოლიტიკიდან საერთოდ გაქრობაც კი უწინასწარმეტყველა…

თუკი ვინმეს ჰქონდა იმის განცდა და ამბობდა, რომ ერთი ეს სია მოსულიყო, ის 10-კაციანი სია, სესიაზე და გულზე მჯიღს ირტყამდა, აბა ვნახავდით რა მოხდებოდაო, არაფერი არ მოხდებოდა. მოიძებნებოდა საკმარისი რაოდენობა დეპუტატებისა, ვინც ხმას მისცემდა იმ სიას.

წინააღმდეგობის გამწევი არ არის ეს უმრავლესობა იმ პროცესისთვის, რომელიც არ არის ჯანსაღი პროცესი, ეს აჩვენა. და ყველა გადასახედიდან, როგორც კი ვიწყებ უკან მიბრუნებას, ვფიქრობ რომ ზუსტად და სწორედ მოვიქეცი, როდესაც ის სია არ გამოვიტანე კომიტეტის სხდომაზე. იმ ბარიერის მოხსნამ, რომლითაც ის ვერ მოხდა სესიაზე, ვერ მოხდა ის, რომ ის სია არ არის დამტკიცებული.

ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ გააცნობიერა, რომ საბოლოოდ დამორჩილებული სასამართლო სისტემა არასოდეს არ არის არავისთვის შედეგის მომტანი. იმიტომ, რომ იცვლება ყველაფერი და იცვლება სწრაფად. დღეს ხელისუფლებაში ვინც არის, იქნება ხვალ ოპოზიციაში, ან ოპოზიციაშიც არ იქნება და სადაც იქნება იქ გაყვება ეს სიმძიმე” – განაცხადა ეკა ბესელიამ.

თავისი ორიგინალური შეფასება ჰქონდა ეკა ბესელიას თანამოაზრე, გედევან ფოფხაძესაც:

საწყენია, რომ დეპუტატები არ ესწრებიან ამ განხილვას და მე მიმაჩნია, რომ ამაშიც არის რაღაცა ბოროტი განზრახვა. თუმცა, ყველას პირადი საქმეა, ახლა იქნებოდა თუ არა დარბაზში, მაგრამ ეს განხილვა ვიღაცისთვის თავისთავად, განხილვაც კი პრობლემაა” – აღნიშნა გედევან ფოფხაძემ.

პარლამენტარ გივი ჭიჭინაძის აზრით კი, ყველაფერ ამაში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ხელი ურევია:

ის, რაც ხდება ამ დარბაზში, ეს უკვე არის იმის მანიშნებელი, რომ დღეს სიტუაცია საქართველოს პარლამენტში აკონტროლებს იუსტიციის უმაღლესი საბჭო“.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“არ წყდება ისტერია მზია ამაღლობელის საქმეზე” – გიორგი გამსახურდია

საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილი, გიორგი გამსახურდია თავის...

“ასეთი საცოდაობა მართლა იშვიათია… პოლიციის კაპიტანს, რომელსაც ლოყა სტკივა და ქალი ჟურნალისტის სილაზე დღემდე...

სასამართლო პროცესზე ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის მიერ გაკეთებულ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 9-13 მაისის პერიოდისთვის

2 მაისს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი...

“ირაკლი კობახიძეს ვეტყოდი – ნუ იჭაჭები ტელევიზიის მიღმა, პოლიციელებს ზურგს უკან ამოფარებული და იმ...

,,სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, 26 მაისის ღონისძიებასთან დაკავშირებით,...