კვირა, ივნისი 29, 2025
18.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიარჩევნებიკახა კალაძე: ჩემი საარჩევნო სლოგანი იქნება - "მეტი...

კახა კალაძე: ჩემი საარჩევნო სლოგანი იქნება – “მეტი სიცოცხლე ყველა უბანში!”

თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ სოციალურ ქსელში გაკეთებული ვიდეომიმართვისას განაცხადა, რომ უმთავარი ღირებულება იყო და არის სიცოცხლე, რაც პანდემიამ კიდევ ერთხელ დაანახა ყველას.

კახა კალაძის თქმით, დღეს თბილისს სჭირდება მეტი განვითარება, მეტი რეკრეაციული სივრცე, მეტი ინფრასტრუქტურული პროექტები, მეტი სიცოცხლე ყველა უბანში.

თქვენ იცით, ბოლო 2 წლის განმავლობაში რა გამომწვევის წინაშე დადგა მსოფლიო, რამაც გვაიძულა დაფიქრება და დღეს უკეთ ვიცით, რამდენად ძვირფასი, რამდენად მნიშვნელოვანია სიცოცხლე. პირველ რიგში, ყველას ჯანმრთელობას ვუსურვებ, გავუფრთხილდეთ ერთმანეთის სიცოცხლეს!

ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის რომ ეს სირთულეები გადავლახოთ. ამიტომ, ჩვენი სლოგანი ემყარება იმას, რომ გვინდა მეტი საქმის კეთება, მეტი სიმწვანე, მეტი რეკრეაცია, მეტი მოწესრიგებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი, უფრო მეტ ადამიანს დავეხმაროთ, მეტი საბავშვო ბაღი აშენდეს…

ჩვენი საარჩევნო სლოგანი და დაპირება იქნება „მეტი სიცოხლე ყველა უბანში“! მზად ვარ, ყველა იმ ადამიანთან ერთად, ვინც მუნიციპალიტეტში მუშაობს, 24 საათიან რეჟიმში ვიმუშავო, რათა მეტი სიცოცხლე შევიტანოთ ჩვენი თბილისის ყველა უბანში,“ – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა მადლობა გადაუხადა პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიულ საქართველოს“ გამოცხადებული ნდობისთვის და ხაზი გაუსვა საარჩევნო ბრძოლაში თბილისელების მხარდაჭერის მნიშვნელობას.

მინდა, მადლობა ვუთხრა ჩემს გუნდს, რომ მომცა შესაძლებობა, ჩავერთო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში და ისევ ვიბრძოლო თბილისის მერობისთვის. განსაკუთრებული მადლობა თქვენ, ამ ქალაქში მცხოვრებ ადამიანებს, თბილისელებს იმ მხარდაჭერისა და თანადგომისთვის, რასაც ამ 4 წლის მანძილზე ვგრძნობ. ეს მხარდაჭერა დასაფასებელია და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ჩემი ძალისხმევით, ამ ქალაქისთვის განხორციელებული პროექტებით დაგიბრუნოთ უკან ეს სიყვარული, რომელსაც ყოველდღიურად ვიღებ,“ -აღნიშნა კახა კალაძემ.

ინფორმაციას პარტია “ქართული ოცნების” პრესსამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“სამართლიანობა კი არ ადარდებდა ან ადარდებს, რევანშისტი გაიძვერებაა, მეტი არაფერი” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია ცალკეულ პიროვნებებისთვის მინიშნებებს აკეთებს...

“ამ ქოცებში, თუნდაც მის “განათლებულ” ნაწილში, ნუთუ ერთი ღირსეული, თუ არა ადეკვატური არსება არ...

ისტორიკოსი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ბეჟან ჯავახია ოპოზიციონერი ლიდერების დაპატიმრების...

“ბიძინამ შექმნა “ამოღების ბიურო” და აბსოლუტური უფლებამოსილება გადასცა ქუჩის კრიმინალებს” – ლევან ხაბეიშვილი

“ბიძინამ შექმნა "ამოღების ბიურო" და აბსოლუტური უფლებამოსილება გადასცა ქუჩის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“როცა სახელმწიფო მკვდარია, მდინარე მოქმედებს!” – შორენა ლობჟანიძე აითაჯ მამედოვასთან დაკავშირებულ ფაქტებზე

14 მაისს მდინარე მტკვარში გადავარდნილი ავტომობილის მგზავრების საძიებო სამუშაოების...

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...

“ძალიან დიდი ბოდიში სინდისის პატიმრებთან, მაგრამ მათი გადასაწყვეტი არაა აქციაზე მიშას ბანერი იქნება თუ...

საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირების წერილი გავრცელდა სოციალურ ქსელებსა და...