სამშაბათი, აპრილი 16, 2024

“ვერ მოიგებ კახა კალაძე, უბერებელ მტკვარს გასცქირე, კვლავ” – ნიკა გვარამია

“ქართული ოცნების” მიერ თბილისის მერობის კანდიდატად კახა კალაძის კიდევ ერთხელ წარდგენას და მერობის კანდიდატის სიტყვით გამოსვლას ეხმიანება ტელეკომპანია “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია:

ჩვენს ეთერში, ცხადია, არა, მაგრამ ვუსმინე კალაძის სფიჩს.

ვიხილე გაბზარული, ნერვიული ფლამბოიანტი “второй свежести”. მოვისმინე უკიდურესად სუსტი, გასული საუკუნის პოლიტიკური ტექსტი – შინაარსობრივადაც, ენობრივადაც, სტრუქტურულადაც.

შვიდკაცა, თავისი თბილისზე პოპურით, ზედგამოჭრილი ნაფტალინის გვირგვინი იყო ამ ყველაფერზე. ამაზე რელევანტური ამ პრეზენტაციის დასასრულისთვის შეუძლებელია რამე ყოფილიყო 🙂

არაფერი მართალი, არაფერი ახალი, არაფერი საინტერესო.
ვერ მოიგებ ეგრე, Kakha Kaladze კახა კალაძე. უბერებელ მტკვარს გასცქირე, კვლავ,” – წერს ნიკა გვარამია ფეისბუქის პირად გვერდზე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული