ორშაბათი, მარტი 17, 2025
10.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიადამიანის უფლებები"გიფიქრიათ, რა ზეგავლენა შესაძლოა მოახდინოს არასრულწლოვნების პირად ცხოვრებაზე,...

“გიფიქრიათ, რა ზეგავლენა შესაძლოა მოახდინოს არასრულწლოვნების პირად ცხოვრებაზე, ფიზიკურ და ფსიქიკურ მდგომარეობაზე, სოციალურ ქსელებსა და სათამაშო პლატფორმებზე გაცემული პერსონალური მონაცემების გამოყენებამ?” – სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ინფორმაციები

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გვიზიარებს მსოფლიო პრაქტიკას და გამოცდილებას პერსონალური მონაცემების დაცვის მხრივ.

საინტერესო ფაქტები, რეკომენდაციები და მსოფლიო ტენდენციები პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიმართულებით

📍 გიფიქრიათ, რა ზეგავლენა შესაძლოა მოახდინოს არასრულწლოვნების პირად ცხოვრებაზე, ფიზიკურ და ფსიქიკურ მდგომარეობაზე, სოციალურ ქსელებსა და სათამაშო პლატფორმებზე გაცემული პერსონალური მონაცემების გამოყენებამ?

გიზიარებთ, საფრანგეთის მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოს (CNIL) მიერ მომზადებულ რეკომენდაციებს ონლაინ სივრცეში ბავშვების დაცვის შესახებ;

📍 დაინტერესებულხართ რა მონაცემები იძებნება Google -ში თქვენი სახელისა და გვარის მითითებისას?

ბელგიაში, ერთ-ერთმა მოქალაქემ აღმოაჩინა, რომ საძიებო სისტემა Google- ში, საკუთარი სახელისა და გვარის ჩაწერისას, ძიების შედეგებში სტატია ჩნდებოდა, რომელიც 1994 წლის ავტოსაგზაო შემთხვევაში (რომელიც მსხვერპლით დასრულდა) მის პასუხისმგებლობას შეეხებოდა. მძღოლმა, რომელსაც სასჯელი უკვე მოხდილი ჰქონდა, გამომცემელს მისი სახელის ანონიმიზაცია მოსთხოვა.

📍 რა სანქციებს ითვალისწინებს ისლანდიაში ვიდეოთვალთვალის არაკანონიერი გამოყენება?

ისლანდიის მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანომ სანაყინეების მფლობელი კომპანია დააჯარიმა, რომელიც დასაქმებულის სამუშაო ადგილზე, კონკრეტულად კი გამოსაცვლელ სივრცეში, ვიდეომონიტორინგის გამოყენებით მის პერსონალურ მონაცემებს ამუშავებდა. საზედამხედველო ორგანოს საჩივრით კომპანიის არასრულწლოვანმა დასაქმებულმა მიმართა.

📍როგორ ფიქრობთ, რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს პირადი მონაცემების შეცდომით გასაჯაროებას?

ნორვეგიის საზედამხედველო ორგანომ სპორტის კონფედერაცია დააჯარიმა, რომელმაც სამ მილიონზე მეტი ნორვეგიელის, მათ შორის 500 000 არასრულწლოვანის პერსონალური მონაცემები შეცდომით გაასაჯაროვა.

ეს და სხვა საინტერესო სიახლეები იხილეთ ბმულზე
https://newadmin.personaldata.ge/wp-content/uploads/2021/07/მსოფლიო-პრაქტიკა-ივლისი-2021.pdf

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

ComCom: მოსწავლეებისთვის კონკურსი “ნამდვილი თუ მოგონილი” მეთორმეტედ გამოცხადდა

კომუნიკაციების კომისიამ, მედიაწიგნიერების კონკურსი „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ 10 აპრილიდან...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“პრეზიდენტ სააკაშვილის პატიმრობა განპირობებულია იმით, რომ მან არ დათმო ქართული სახელმწიფოებრიობა” – თინა ბოკუჩავა

,,ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა ჟურნალისტებთან კომენტარს...

“მთავარი ნარკორეალიზატორი ქვეყანაში არის “ქართული ოცნება”, ეს არ უნდა დაგვავიწყდეს” – პაატა მანჯგალაძე

პარლამენტში ანტინარკოტიკული კანონმდებლობის განხილვები იწყება. აღნიშნულთან დაკავშირებით პოლიტიკურ შეფასებებს...

“თავისუფლების ხარისხის ყველაზე ნათელი მაჩვენებელია, რამდენად შეძლებ უახლესი ისტორიის სწორ ანალიზს” – ბეჟან ჯავახია

ქართველი ისტორიკოსი, საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი,...

“იგივეს იზამენ, თუ საქართველო რუსეთის ნაწილი გახდა! სულ ფეხებზე არ ჰკიდიათ ქართველების გენოფინდი?!” –...

სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის (რონდელის ფონდის) მკვლევარი,...