პარასკევი, აპრილი 19, 2024

“რომ მას უნდა მოეკლა პატრიარქი, ეს იყო მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნა – მოძღვარს, მამა გიორგი მამალაძეს ეს დააბრალეს” – მეუფე ნიკოლოზი

ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტი მეუფე ნიკოლოზი სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც საუბრობს პატიმრობაში მყოფ მამა გიორგი მამალაძის საქმეზე და მიაჩნია, რომ მას დააბრალეს პატრიარქის მკვლელობა:

,,მოძღვარს, მამა გიორგი მამალაძეს დააბრალეს, მე ახლაც დარწმუნებული ვარ, რომ დააბრალეს, მაგრამ იქ რაღაც სხვა ფაქტორები იყო. ნუ ესეც უნდა მოინდომო ძალიან, რომ გამოგარჩიონ და შენ დაგაბრალონ პატრიარქის მკვლელობა, ვთქვათ. რაღაც უნდა გააკეთო ამისთვის ახლა, არ გამოდგება ყველა ასეთი ბრალდებისთვის.

რომ მას უნდა მოეკლა პატრიარქი – ეს იყო, რა გითხრათ, მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნა.

მე პირველად რომ გავიგე, ამაზეა ლაპარაკი ვიღაც აპირებდა პატრიარქის მოკვლას – მხოლოდ სისულელე, მაგრამ მიუხედავად ამისა ამაზე იქნა ლაპარაკი დაწყებული – ციანიდის საქმე.

აი ამ ციანიდის საქმეზე იყო ძალიან დიდი მითქმა-მოთქმა, ლაპარაკი. აი აქედან დაიწყო, ფაქტიურად – გაიხსენეთ ყველამ. მანამდე ასე ფართომასშტაბიანი, დღეს უკვე შემიძლია თამამად ვთქვა, შეტევა ეკლესიაზე“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული