პარასკევი, აპრილი 26, 2024

„თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში აუდიო-მუსიკალური საღამო „თბილისური ეზო – ვაჟა-ფშაველა“ გაიმართა

„თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში, ჯანსუღ კახიძის 10-ში, „არტარეისა“ და თბილისის მერიის თანამშრომლობით, ვაჟა-ფშაველას დაბადებიდან 160 წლის იუბილესადმი მიძღვნილი აუდიო-მუსიკალური საღამო, „თბილისური ეზო – ვაჟა-ფშაველა“ გაიმართა. ღონისძიებას დედაქალაქის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია დაესწრო.

ღონისძიების შინაარსი აგებული იყო თენგიზ აბულაძის „ვედრების“ სიუჟეტზე, რომელიც, ვაჟა-ფშაველას ორ ნაწარმოებს, „ალუდა ქეთელაურსა“ და „სტუმარ-მასპინძელს“ ეფუძნება.

მუსიკალური ნაწილი ნოდარ გაბუნიასა და სოსო ბარდანაშვილის კომპოზიციებსა და ფილმის მუსიკას შეიცავდა. მუსიკა შეასრულეს გიორგი ცაგარელმა, ნიკოლოზ რაჭველმა, ნატო მეტონიძემ, Zagareli & Strings-მა და საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის მუსიკოსებმა. საღამოს საუნდ დიზაინერი იყო ნიკა მაჩაიძე.

საღამოს მოდერატორი იყო ლევან ბერძენიშვილი, რომელმაც ვაჟა-ფშაველას შემოქმედების მნიშვნელობასა და მწერლის მსოფლმხედველობაზე ისაუბრა. სტუმრებმა ასევე მოისმინეს ვაჟა-ფშაველას შესახებ სხვადასხვა უცნობი ისტორიები და ნაწყვეტები მისი შემოქმედებიდან.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ისრაელის ელჩი საქართველოში რან გიდორი და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მარიკა დარჩია.

„თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ UNESCO-ს პროექტია, რომელიც ხორციელდება თბილისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული