კვირა, ივლისი 6, 2025
15.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიამორალურია, როდესაც გარდაცვლილი ჟურნალისტის სიკვდილზე ხდება ქულების დაწერა...

ამორალურია, როდესაც გარდაცვლილი ჟურნალისტის სიკვდილზე ხდება ქულების დაწერა – ირაკლი კობახიძე

საქართველოს პარლამენტში, რიგგარეშე სესიაზე, შს მინისტრის ვახტანგ გომელაურის გამოსვლის დაწყებამდე ლექსო ლაშქარავას ხსოვნისადმი მოწყობილი პერფომანსი კატეგორიულად მიუღებელი აღმოჩნდა საპარლამენტო უმრავლესობისთვის. ფაქტთან დაკავშირებით პოზიცია დააფიქსირა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ:

მინდა შევაფასო ის დესტრუქცია, რომელიც ვიხილეთ დარბაზში – ეს ერთი. მეორე – რაც შეეხება პროტესტის იმ ფორმებს და შინაარსს, რასაც ვხედავთ, ეს არის ამორალური, რა თქმა უნდა, ამორალურია შინაარსით, პირველ რიგში, როდესაც ხდება გარდაცვლილი ჟურნალისტის სიკვდილზე ქულების დაწერა, მცდელობა როდესაც აქვთ ამისი – ერთი პოლიტიკოსებს, როდესაც ამაში რთავენ რიგით ჟურნალისტებს, ეს არის ყველაზე ამორალური ქმედება, რაც კი შეიძლება წარმოვიდგინოთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ყველაზე მეტი ემოცია და შეძახილი მოჰყვა სიტყვა რევოლუციას და ეს გააკეთეს ახალგაზრდებმა” – ნანუკა...

საპროტესტო აქციაზე დაფიქსირებულ კონკრეტულ პოზიციას და გამოხატულ ემოციას ეხმიანება...

“ჩვენ თუ ვერა, ღმერთი და სამყარო მოგხედავთ‼️” – ელისო კილაძე

სასამართლო პროცესზე ონისე ცხადაძის მიერ წარმოთქმულ ტკივილით აღსავსე სიტყვას...

“კიდევ ერთხელ მინდა დავაფიქსირო ჩემი პოზიცია როგორც შიმშილობაზენ, ასევე პოლიტიკურ ამოცანებზე” – ელენე ხოშტარია

"კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერი, ელენე ხოშტარია, განმარტებებს აკეთებს შიმშილობის დაწყებასთან...

“უცხოური ფული იხარჯება იმაში, რომ მოხდეს სახელმწიფო გადატრიალება და ხელისუფლების დამხობა” – კახა კალაძე:

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, გუშინდელ საპროტესტო აქციაზე ისმოდა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ძალიან დიდი ბოდიში სინდისის პატიმრებთან, მაგრამ მათი გადასაწყვეტი არაა აქციაზე მიშას ბანერი იქნება თუ...

საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირების წერილი გავრცელდა სოციალურ ქსელებსა და...