ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024

“ჩასვრილი პარტიები ანუ ჟურნალისტები პოლიტიკაში” – ხათუნა ხოფერია

5-6 ივლისის მოვლენებს და მასთან დაკავშირებულ პროცესებს ეხმიანება პარლამენტის 2 მოწვევის (1995-1999 და 1999-2004 წლებში) დეპუტატი, ხათუნა ხოფერია:

ჩასვრილი პარტიები ანუ ჟურნალისტები პოლიტიკაში.

ძალზედ უცნაურია, როდესაც მედიასაშუალებები, რომელთაც წამყვანი პოზიციები უკავიათ მედიარეიტინგებში, პირდაპირი წვდომა აქვთ მაყურებელთან პირდაპირი ეთერებით, პოლიტიკური შოუებით, საინფორმაციო გამოშვებებით, აქვთ ჟურნალისტური გამოძიების გამოცდილება და უფლება, დაკავებული არიან მიტინგების წაყვანით, პერფომანსების დადგმით, ქუჩის აქციების ორგანიზებით.

რა შეიძლება იყოს ჟურნალისტების ასეთი არაადეკვატური და ხალხის მასობრივი უკმაყოფილების გამომწვევი ქმედებების მიზეზი? … მიზანი?…

მიზეზი ბევრია, მაგრამ უმთავრესი, მაინც ისაა, რომ არსებული ოპოზიციური პოლიტიკური ძალები, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში დაფიქსირებული კატასტროფულად დაბალი რეიტინგის, საერთაშორისო ვალდებულებების ვერ შესრულების, ხალხის მხრიდან მხარდაჭერის არარსებობის გამო თამაშგარე მდგომარეობაში იმყოფებიან…

ამას ერთვის შიდაგანხეთქილებების, ურთიერთშორის დაპირისპირებისა და “ქართულ ოცნებასთან” გარიგებების მთელი კასკადი.

ერთადერთი ოპოზიციური პარტია, რომელმაც მაღალი პროცენტი აჩვენა არჩევნებში და რომელსაც ნახევრი მილიონი ამომრჩეველი უჭერს მხარს, ნაცმოძრაობაა, უფრო სწორედ, მიშა სააკაშვილია… დიახ, ხმები მისია! პარტია?… არა, პარტია მისი აღარაა და პარტიის თავმჯდომარეც, ნიკა მელია, დღეს ერთადერთი მთავარი მტერი და არასაიმედო პარტნიორია მიშაგადაშენებულის… სწორედ ამიტომაა, რომ უკანასკნელ პოლიტიკურ თამაშებში ნაცმოძრაობა პასიურობს… აბა, ხალხს მიშას მოწოდების გარეშე ისინი ვერ გამოიყვანენ, მიშას კი, აჩერებენ და თამაშიდან ტეხავენ, ხოლო სხვა აქტივი მათ მხარეს არც არაფერია.

მოკლედ, მიზეზი ესაა… ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერების არარსებობა, პასიურობა და მიმდინარე პოლიტიკურ სპექტაკლში, რომელიც მასობრივ უკმაყოფილებას და მასობრივ გამოსვლებს უნდა დაეყრდნოს, ამ პარტიების მინიმალური როლი…

მიზანი…
ჰო,… მიზანი!
მიზანი ერთია, დიდი და ნათელი! – სახელმწიფოს სუვერენიტეტის გაუქმება (შარლ მიშელის კაპიტულანტური აქტის მიხედვით) და ხელისუფლების დამხობა! უფრი სწორედ, ხალხის ნდობით აღჭურვილი – ირაკლი ღარიბაშვილის და, როგორც აღმოჩნდა, არც თუ ისე ცუდი მთავარი პოლიციელის – ვახტანგ გომელაურის ჩამოცილება!

დიახ, მიზანი ერთია, რადგან ეკლესიაც ამ სახელმწიფოს ნაწილია და ერთადერთი ორგანიზებული და სრული ნდობით მოქმედი სტრუქტურული ერთეულია სახელმწიფოსი, რომელსაც სათავეში ჩვენი მხცოვანი მამა, ილია მეორე უდგას და რომლის მიმართაც სიყვარული უალტერნატივოა!

თითქოს, რთული არ ინდა იყოს. სულ რამოდენიმე ადამიანის ჩამოცილებაა საჭირო და ფერადი ფაშიზმის ცისარტყელიანი დროშის აფრიალება რუსთაველის გამზირზე…

მაგრამ…

როგორც აღმოჩნდა, არც ე.წ. ჟურნალისტებს აქვს დიდი ნდობა და ავტორიტეტი ხალხში…
როგორც აღმოჩნდა, ერთი “კიდობანის” წამყვანის დაძახილზე 20-ჯერ მეტი ხალხი გადის ქუჩაში, ვიდრე 3 სატელევიზიო არხის ათეული ცნობილი ჟურნალისტის მოწოდებისას.

აღმოჩნდა, რომ 6 ივლისს, სულ რაღაც 1 საათი გახდა საჭირო, რომ თბილისის ახალგაზრდობა აურაცხელი რაოდენობით გამოსულიყო ქუჩაში და პოდიუმზე მდგარი ჟურნალისტები რუსთაველის პროსპექტიდან გაპარებულ, შეშინებულ ჯგუფად გადაექცია!

თურმე, ერთკვირიანი მოწოდება ტელევიზიით და სოცქსელებით გაშვებული რეკლამებიც ვერ ზრდის მომხრეთა რაოდენობას, თუ მისამხრობის მიმართ არ არსებობს ნდობა და პატივისცემა!

და ბოლოს…

ნებისმიერი ჯგუფი, რომელიც გამოდის პოლიტიკური მოთხოვნებით და ცდილობს რევოლუციური სცენარის განვითარებას, არის პოლიტიური ძალა და არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, მენაგვეები იქნებიან, ჟურნალისტები თუ ნჯო-ები… დღეს საქართველოში გადატრიალების პროვოცირებას ცდილობს “ჟურნალისტებად” წოდებული პოლიტიკური ძალა!” – წერს ხათუნა ხოფერია ფეისბუქის პირად გვერდზე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული