ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024

“სიმართლეს თვალი უნდა გავუსწოროთ – ოცნება და ნაციონალური მოძრაობა ერთმანეთს ასაზრდოებენ. ნაციონალური მოძრაობა ჩვენ უნდა დავამარცხოთ – ოცნებას დღეს ამის ძალა არ შესწევს და არც უნდა” – გიორგი გახარია

ყოფილი პრემიერი, პარტია “საქართველოსთვის” თავმჯდომარე, გიორგი გახარია მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შეფასებისას გამოთქვამს მოსაზრებას, რომ ოცნება და ნაციონალური მოძრაობა ერთმანეთს ასაზრდოებენ, ამასთან მთავრობის ყოფილ მეთაურს მიაჩნია, რომ მისი პარტია იქნება ის ძალა, რომელმაც პირველ რიგში ნაციონალური მოძრაობა უნდა დაამარცხოს:

დღეს რასაც ვუყურებ – ოცნება და ნაციონალური მოძრაობა ერთმანეთს ასაზრდოებენ, სულ უფრო და უფრო დიდი ნაბიჯებით მიდიან ერთმანეთისკენ და ეს მარწმუნებს იმაში, რომ ჩვენ, ვინც ვერთიანდებით საქართველოსთვის – ჩვენ ვიქნებით ეს ძალა, რომელმაც პირველ რიგში ნაციონალური მოძრაობა უნდა დაამარცხოს. სიმართლეს თვალი უნდა გავუსწოროთ და სამწუხაროდ სიმართლე ის არის, რომ ოცნებას დღეს ამის ძალა არ შესწევს სამწუხაროდ. და კიდევ უფრო სამწუხაროა, სულ უფრო და უფრო ეჭვი მეპარება, რომ მას ამის გაკეთება უნდა,“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.

გახარიამ ხაზი გაუსვა, რომ არსებული პრობლემების შესაცვლელად გამოსავალი პოლიტიკაში კეთილსინდისიერი ახალგაზრდებისთვის გზის გახსნაა.

ჩვენი მთავარი მიზანი უნდა იყოს ახალგაზრდები – ახალგაზრდებს უნდა გავუხსნათ გზა პოლიტიკაში – კეთილსინდისიერს და პროფესიონალი ახალგაზრდებს.

სიაში პირველი იქნებიან ახალგაზრდები, მერობის კანდიდატები და საკრებულოს კანდიდატები იქნებიან ახალგაზრდები. არ გამოვა სხვანაირად – ეს ერთი და იგივე სახეები, საბჭოთა კავშირიდან მოყოლებული, უნდა დავივიწყოთ. სამწუხაროდ ახალგაზრდები ამას რომ უყურებენ – აი ამ ერთმანეთის ლანძღვას, გინებას, ცემას, ტყეპას, აი იმ ქაოსს რაც გუშინ პარლამენტში ხდებოდა – როდესაც შეგრცხვება ქართველ კაცს, რომ ვის მიეცი ხმა.

როგორ შეიძლება 2-მა ადამიანმა ფიზიკური მუშტი-კრივით გადაწყვიტოს, ერთმანეთს დაუმტკიცოს ვინ უფრო მართალია, ან ვის უფრო უყვარს სამშობლო, ან ვინ უფრო რელიგიურია – შეუძლებელია ეს.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ – ძალადობა შობს მხოლოდ და მხოლოდ ძალადობას, სხვას არაფერს. ეს არის ის, როგორც რიგით ქართველ მოქალაქეს ეკარგება იმედი და რწმენა სახელმწიფოსი. ეს ყველაზე დიდი პრობლემაა, ეს სისტემური პრობლემაა,“ – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული