სამშაბათი, ივლისი 8, 2025
22.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ვისაც ეს ეხება: რატომ გადაწყვიტეთ ასეთი სიჩქარე?! რისი...

“ვისაც ეს ეხება: რატომ გადაწყვიტეთ ასეთი სიჩქარე?! რისი დაწერა უნდათ?! რა უნდათ?! რას გეგმავენ?!” – ინგა გრიგოლია პოლიციელების ქმედებაზე

ტელეკომპანია ,,პირველის“ ჟურნალისტი ინგა გრიგოლია ლექსო ლაშქარავას ტრაგიკულ სიკვდილ გარდაცვალებასთან დაკავშირებით საუბრობს და აღნიშნავს, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა ყველა დამნაშავე სათანადოდ დაისაჯოს:

,,პასუხისმგებელი არის ყველა, ვინც გააკეთა ეს, ვინც დაგეგმა ეს, ვინც წააქეზა და წაახალისა ეს ძალადობა – ყველა არის პასუხისმგებელი.

მე მოგიყვებით ბოლოს რა მითხრა, რომ ველაპარაკე, სტრასბურგში უნდა ვიჩივლოო. მე ვუთხარი ყველაფერს გავაკეთებ, არ ინერვიულო, შენ გვერდით ვარ-თქო.

ახლა გარდაცვლილ ლექსოს მინდა ვუთხრა, რომ მე – ერთი ადამიანი, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ პასუხი აგოს ყველამ.

მე ახლა მომიყვა ლექსოს დედამ, როგორ წაიყვანეს ის ექსპერტიზაზე. მე მაქვს უბრალოდ კითხვა: სად ეჩქარებოდათ?! – ,,ცელოფანში“ რომ ჩატენეს მისი ცხედარი, ლიფტში რომ შეიტანეს, იქ, რომ გაიჭედა და მერე კიბეებზე…

სად გეჩქარებოდათ?! – ვისაც ეს ეხება: რატომ გადაწყვიტეთ ასეთი სიჩქარე?! რისი დაწერა უნდათ?! რა უნდათ?! რას გეგმავენ?!

ეს არის ყველას თქვენი პასუხისმგებლობა.

მე ვაძლევ ლექსოს პირობას, რომ ყველაფერს გვერდით გადავდებ, არაფერი აღარ მაინტერესებს, ყველა აგებს პასუხს“, – განაცხადა ინგა გრიგოლიამ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ჩვენ ვერავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ დააკნინოს საქართველოში პოლიცია” – ირაკლი კობახიძე

მთავრობის მეთაური, ირაკლი კობახიძე, ქვეყანაში პოლიციის, ძალოვანი სტრუქტურების როლს...

“მინდა ისე გაიარონ ურთულესი გზა, რომ მათთან ერთად საქართველოს გვეზეიმოს!” – ნუკა არველაძე

"ქართული ოცნების" ლიდერების - ირაკლი კობახიძის და კახა კალაძის...

“მოძალადე რეჟიმის პირობებში არავინ არის დაცული, მათ შორის, ის ადამიანებიც, რომლებსაც დიდი როლი აქვთ...

ბოლო დღეებში საქართველოში მომხდარ კონკრეტულ ფაქტებს მწვავე პოლიტიკური შეფასებებით...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“დრო მოვა, თქვენს ცრემლებს ძმრად ამოვადენთ ამ სისტემას და ქალადწოდებულ ნინო გალუსტიანს‼️” – ელისო...

თბილისის საქალაქო სასამართლოში მორიგი გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანეს საპროტესტო აქციებზე...

“ჩიტმა დაასკინტა მაგ თქვენს კვლევას, პასუხებსაც და თქვენს მოტივებსაც” – ნანუკა ჟორჟოლიანი

დაგეგმილ სოციოლოგიურ კვლევაში "გორბის" მიერ კითხვარში შეტანილ ერთ კონკრეტულ...

“ჩემი და ალისას დიალოგი მიშასთან” – სოფო ნიჟარაძე

მომღერალი სოფო ნიჟარაძე სოციალურ ქსელში სახალისო ისტორიას იხსენებს, რომელიც...

“წულუკიანის თავყრილობამ აღიარა, რომ 1 მილიონი კვ.მ ტერიტორია დაკარგეს მათი მმართველობის დროს” – გიორგი...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, საპატიმროდან გამოგზავნილ წერილში, მწვავე...