ორშაბათი, ივლისი 7, 2025
26.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მოვიდა, მეფერა, დავაწვინე და მოკვდა..." - ლექსო ლაშქარავას...

“მოვიდა, მეფერა, დავაწვინე და მოკვდა…” – ლექსო ლაშქარავას დედა

ტელეკომპანია ,,პირველის“ ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შესახებ კონკრეტულ დეტალებს იხსენებს დედა, თუ როგორ წაიყვანს მისი შვილი ექსპერტიზაზე და უზომო წუხილით აღნიშნავს ,,1 კვირა აჩუქა იმ 5 ივლისიდან ღმერთმა, რომ ერთ კვირაში უნდა მომკვდარიყო“:

,,მე გადმოვაბრუნე და ვნახე გაშავებული ტუჩები. ყველანი ექიმები ვართ – ვნახე, გავიგე რომ მკვდარი იყო, მაგრამ მე რატომ არ მოვკვდი?! იმ წუთში რატომ არ გადავხტი, რატომ, რა არის ეს?!

1 კვირა აჩუქა იმ 5 ივლისიდან ღმერთმა, რომ ერთ კვირაში უნდა მომკვდარიყო.

წინააღმდეგობა კი არა ყველა გაიყვანეს კაცები ვინც იყვნენ და დავრჩით 4 დედმამიშვილი. ხო გვცემეს, მე გადავეფარე, მე არ მიშვებდნენ და მერე უცებ გახვეული – ჯერ ვერ წარმოიდგენთ ხო რა გამოდის?! – გახვეული, გაკრული… გაიწიეთო, გადავეფარე, გადამიგრიხეს ეს ხელები მეც… რუსიკო იქ წაიქცა და გადაუარეს წაქცეულს… რა არის ეს მილიცია, ჩემს მტერს ჰქონდეს მაგათთან საქმე…

ლექსოს ყბის ძვლები დამტვრეული ჰქონდა, ოპერაცია გაკეთდა, თვალის ბუდე ჩამტვრეული… გვიხაროდა, რომ თვალი მაინც გადარჩა. ასე მეუბნებოდნენ, რომ თვალის კაკალი გადარჩენილია.

ე.ი. მეტი რა უნდა იყოს ამდენს, რომ თავში გირტყამენ და ამდენი კაცი, რომ შეგდგება?! მეტი რა უნდა იყოს???

რა კარგ ხასიათზე მოვიდა თან წუხელ, რაღაცნაირად ისეთი ბედნიერი იყო – არ მინახია ასე… რაღაცნაირად გახარებული იყო დილით, რომ წავიდა გადაღებებზე.
ეტყობა იმ ტელევიზიაში შეხვდენენ, მიულოცეს გადარჩენა.

მოვიდა, მეფერა, დავაწვინე და მოკვდა…“, – აცხადებს ლექსო ლაშქარავას დედა.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მინდა ისე გაიარონ ურთულესი გზა, რომ მათთან ერთად საქართველოს გვეზეიმოს!” – ნუკა არველაძე

"ქართული ოცნების" ლიდერების - ირაკლი კობახიძის და კახა კალაძის...

“ჩვენ ისევ ვდგავართ საფრთხეების წინაშე, მაგრამ მაინც ვირჩევთ სტაბილურობას და არა ქაოსს” – მაია...

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ და ეუთო-ს...

“მივიღეთ გადაწყვეტილება, მეტროსადგური “ვარკეთილი” 12 ივლისიდან დაიკეტოს 45 დღით” – კახა კალაძე

დედაქალაქის მერის განცხადებით, აუცილებელი სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების გამო, მეტროსადგური...

ლევან ხაბეიშვილი: დიდი წმენდაა დაწყებული “ოცნებაში”

„დიდი წმენდაა დაწყებული „ოცნებაში“, ლილუაშვილს ქვეყნიდან გასვლა აქვს აკრძალული,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“დრო მოვა, თქვენს ცრემლებს ძმრად ამოვადენთ ამ სისტემას და ქალადწოდებულ ნინო გალუსტიანს‼️” – ელისო...

თბილისის საქალაქო სასამართლოში მორიგი გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანეს საპროტესტო აქციებზე...

“ჩიტმა დაასკინტა მაგ თქვენს კვლევას, პასუხებსაც და თქვენს მოტივებსაც” – ნანუკა ჟორჟოლიანი

დაგეგმილ სოციოლოგიურ კვლევაში "გორბის" მიერ კითხვარში შეტანილ ერთ კონკრეტულ...

“ჩემი და ალისას დიალოგი მიშასთან” – სოფო ნიჟარაძე

მომღერალი სოფო ნიჟარაძე სოციალურ ქსელში სახალისო ისტორიას იხსენებს, რომელიც...

“პირდაპირ ვაცხადებ, რომ ეს იქნება ივანიშვილის ხელისუფლების ლეგიტიმაციის და სწორედ ეს უნდათ მათაც” –...

სოციალური კვლევის და ანალიზიც ინსტიტუტმა ჩაატარა სოციოლოგიური კვლევა ამ...