spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიგიორგი ვაშაძე ქობულეთის მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლებს შეხვდა, რომლებიც ზღვისპირა...

გიორგი ვაშაძე ქობულეთის მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლებს შეხვდა, რომლებიც ზღვისპირა ზოლში მიწების გასხვისებას აპროტესტებენ

ქობულეთის მუნიციპალიტეტში ადგილობრივები ზღვისპირა ზოლში მიწების გასხვისებას აპროტესტებენ. როგორც ისინი აცხადებენ 28 ჰექტარი მიწის ფართობი აუქციონზე გასასხვისებლად იყო გატანილი. აუქციონი ჩაიშალა, თუმცა ადგილობრივები ამბობენ, რომ მიწების გასხვისების საშიშროება რეალურად კვლავ დგას. პროტესტის მონაწილეებს შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა “სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ. ვაშაძის თქმით ის საპარლამენტო ტრიბუნას მაქსიმალურად გამოიყენებს რათა ამ ადამიანების პრობლემა მოკლე დროში მოგვარდეს:

ალბათ ვიღაცამ თვალი დაადგა ამ არაჩვეულებრივ ტერიტორიას, რომელსაც ფაქტობრივად ეს 150 ოჯახი ფლობს, თუმცა არ უკანონდებათ. მე მათ შევთავაზე, რომ სექტემბერში, როგორც კი პარლამენტი განაახლებს მუშაობას, მაქსიმალურად გამოვიყენებთ საპარლამენტო მექანიზმს. გარდა ამისა შევთავაზეთ, რომ 15-20 სექტემბეიდან თუ არ დაკმაყოფილდა მოთხოვნები და განაახლეს პროტესტი ჩვენ მათ გვერდში ვიქნებით. ასევე ჩვენ შევთავაზეთ მათ, რომ თუ სურვილი აქვთ თვითმმართველობის არჩევნებზე “სტრატეგია აღმაშენებლის” პლატფორმა გამოიყენონ, თვითონ გავიდნენ საკრებულოში და ჩვენთან ერთად იბრძოლონ ადგილობრივების პრობლემების მოსაგვარებლად”, – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

ინფორმაციას “სტრატეგია აღმაშენებლის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“გადავწყვიტე, რომ ნანუკა იყოს რეფორმატორთა საბჭოს აღმასრულებელი მდივანი” – მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი პარტია "ერთიან ნაციონალური მოძრაობაში" დაგეგმილ ძირეულ ცვლილებებს...

“იმ ოჯახებსა და ცალკეულ პირებს, ვისაც არ ეკუთვნის დახმარება სახელმწიფოს მხრიდან, მათ ეხსნებათ, ხოლო...

„ვისაც სახელმწიფოს მხრიდან სოციალური დახმარების საჭიროება აქვს, მათ ეს...

“ადამიანის შეფასება უკვე გამოცხადდა დანაშაულად, ღიმილი – საფრთხედ” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა ქვეყანაში შექმნილ რეალობას უმძიმეს შეფასებებს აძლევს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“აიათოლას პანაშვიდებზე დადიან და ელისაშვილს ტერორიზმის ბრალდებით ასამართლებენ, ეს უსირცხვილოები😡” – ეკა ხერხეულიძე

ალეკო ელისაშვილისთვის 13-წლიანი პატიმრობის მისჯის გადაწყვეტილებას კონკრეტული მინიშნებით ეხმაურება...

“ტყეში დამარხული იარაღი კი არა, ბაზალეთის ტბაში რომ აკვანია, ისიც ახალაიების დამარხულია” – ლელა...

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, ე.წ. "ტყეში დამარხული იარაღის" საქმეზე გამართულ...

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

“ერთადერთი დღეს მათ რისიც ეშინიათ, ეს არის სასწორკვეთილი ადამიანების თავგანწირვა” – მერაბ მეტრეველი

საზოგადოებაში შექმნილი განწყობების შესახებ საუბრობს და თავის მოსაზრება-ვარაუდებს გამოთქვამს...

ნუკა არველაძე: “ასე მგონია, ცოტაც და ტირილს დაიწყებს. “ჟუჟუნა წვიმას” დაუბრუნდი მამუუუ”

ბლოგერი, ჟურნალისტი ნუკა არველაძე, სოციალურ ქსელში, ერთგვარ "ფოტო-შეფასებებს" და...