კვირა, ივლისი 13, 2025
31.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიარჩევნებიშეხვედრა პოლიტიკურ გაერთიანებებთან რიგითი ნომრების მინიჭებასთან დაკავშირებით

შეხვედრა პოლიტიკურ გაერთიანებებთან რიგითი ნომრების მინიჭებასთან დაკავშირებით

2021 წელს დაგეგმილი არჩევნებისთვის მზადების პროცესში, პოლიტიკური პარტიების მაქსიმალური ხელშეწყობის მიზნით დღეს ცესკოში შეხვედრა გაიმართა. ცესკოს ინიციატივით გამართულ შეხვედრას იმ პოლიტიკური გაერთიანებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომლებსაც კანონმდებლობა რიგითი ნომრის არჩევის შესაძლებლობას აძლევს.

საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა პირებმა შეხვედრის მონაწილეებს ინფორმაცია მიაწოდეს იმ უფლებების შესახებ, რასაც მათ კანონმდებლობა ამ მიმართულებით ანიჭებს.

დღევანდელ შეხვედრას ცესკოში 11 პოლიტიკური გაერთიანების წარმომადგენელი ესწრებოდა. აღსანიშნავია, რომ პოლიტიკურმა გაერთიანებებმა „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და „გირჩი“ უკვე მომართეს ცესკოს რიგით ნომერთან დაკავშირებით და დაიტოვეს წინა საპარლამენტო არჩევნებზე მათთვის მინიჭებული ნომრები. შესაბამისად მათი წარმომადგენლები დღევანდელ შეხვედრას არ დასწრებიან.

რაც შეეხება დღევანდელი შეხვედრის მონაწილე პარტიებს, როგორც შეხვედრის შემდგომ ცესკოს პრეს-სპიკერმა ნათია იოსელიანმა განაცხადა ამ პარტიებმა ნომრებთან დაკავშირებით შემდეგნაირი არჩევანი გააკეთეს:

გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელი – 1
ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის – 2
მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის – 4
საქართველოს ევროპელი დემოკრატები – 6
ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები – 7
საქართველოს პატრიოტთა ალიანსი – 8
ლელო საქართველოსთვის – 9
საქართველოს ლეიბორისტული პარტია – 10
საქართველოს რესპუბლიკური პარტია – 11
კანონი და სამართალი – 12
პროგრესი და თავისუფლება – 21

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის 38 მუხლის შესაბამისად, რიგითი ნომრის მოთხოვნის მიზნით, უფლებამოსილმა პოლიტიკური გაერთიანების წარმომადგენელმა ცესკოში უნდა წარმოადგინოს განცხადება არაუგვიანეს მიმდინარე წლის 17 ივლისისა.

თუ პოლიტიკური გაერთიანება არ გამოიყენებს აღნიშნულ უფლებას და არ მომართავს ცესკოს განცხადებით რიგითი ნომრის მოთხოვნის შესახებ, მას რიგითი ნომერი მიენიჭება წილისყრით, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 55 დღისა.

რიგითი ნომრის არჩევის უფლება თანამიმდევრულად აქვთ წინა საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიხედვით საუკეთესო დაფინანსების მქონე პოლიტიკურ გაერთიანებებს. მათ უფლება აქვთ, დაიტოვონ წინა საპარლამენტო არჩევნების დროს მიკუთვნებული რიგითი ნომერი, ან დაფინანსების რიგითობის შესაბამისი ნომერი ან აირჩიონ ნებისმიერი გაუნაწილებელი (თავისუფალი) რიგითი ნომერი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც რიგითი ნომერი, რომელიც მათ წინა საპარლამენტო არჩევნების დროს ჰქონდათ მიკუთვნებული, უკვე მიენიჭა მათზე უკეთესი დაფინანსების მქონე პოლიტიკურ გაერთიანებას.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ალეკო ელისაშვილი, ეს ფიზიკური თუ პოლიტიკური აკრობატი, იწვევს სალომე ზურაბიშვილს არჩევნებში, რათა გახდეს დედაქალაქის...

თბილისის მერის კანდიდატურასთან დაკავშირებით ალეკო ელისაშვილის მიერ გამოთქმულ მოსაზრებას...

“აშკარად ჩანს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის საკითხთან დაკავშირებით ოპოზიცია არეულია” – კახა კალაძე

„დარწმუნებული ვარ, რომ ყველა მუნიციპალიტეტში გაიმარჯვებს „ქართული ოცნება“, რადგან...

“საარჩევნო ადმინისტრაცია უპასუხოდ არ დატოვებს არცერთ უსაფუძვლო განცხადებას და საზოგადოებას მიაწვდის გადამოწმებულ და ობიექტურ...

ეუთოს რეზოლუციას დაინტერესებული მხარეები საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციისა და ზოგადად...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...

“მაგარ შარშია “ოცნება” – იმდენი იჩალიჩეს, რომ მალე “შავი” პოლიტიკოსები შავად გაურჩევენ საქმეებს” –...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას (არა)სახუმარო პოლიტრეალობა: "მაგარ შარშია "ოცნება" - იმდენი...

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...