ორშაბათი, ივლისი 7, 2025
29.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიდედაქალაქის ამბები"თბილისის ტერიტორიაზე გარე რეკლამების განთავსების საპრივატიზაციო უფლების მოპოვებაზე...

“თბილისის ტერიტორიაზე გარე რეკლამების განთავსების საპრივატიზაციო უფლების მოპოვებაზე აუქციონი გამოცხადდა” – კახა კალაძე

ედაქალაქში რეკლამების განთავსების საპრივატიზაციო უფლების მოპოვებაზე აუქციონი გამოცხადდა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საპრივატიზაციო უფლება დედაქალაქის ტერიტორიაზე 15 წლის განმავლობაში, გარე რეკლამების განთავსებას ითვალისწინებს.

მისივე თქმით, აღნიშნული აუქციონიდან თბილისის მერია გარკვეულ შემოსავალს მიიღებს, რაც დედაქალაქის მასშტაბით, სხვადასხვა პროექტის განხორციელებას მოხმარდება.

თბილისის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, რეკლამების განთავსების უფლების მოპოვებაზე აუქციონი ორი დღის წინ გამოვაცხადეთ. დაინტერესებულ პირებს ერთი თვის განმავლობაში, აქვთ შესაძლებლობა, აუქციონთან დაკავშირებით სრულყოფილი ინფორმაცია მიიღონ. თბილისის ვიცე-მერი, ირაკლი ხმალაძე მზადაა და თუ ვინმეს რაიმე ინტერესი აქვს, შეგიძლიათ მოგვმართოთ და დეტალურ ინფორმაციას მიიღებთ. საპრივატიზაციო უფლება 15 წლის განმავლობაში, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამების განთავსებას მოიცავს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, საპრივატიზაციო უფლების მოპოვების საწყისი ღირებულება 32 მლნ ლარია, რომელიც მუნიციპალიტეტმა უნდა მიიღოს.

საწყისი ღირებულება 32 მლნ ლარია. დარწმუნებული ვარ, ბევრი დაინტერესებული პირი იქნება და ეს თანხა კიდევ უფრო გაიზრდება, უფრო მეტი შემოსავალი ექნება მუნიციპალიტეტს, რაც, რა თქმა უნდა, თბილისის მასშტაბით, სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებისთვის გამოიყენება“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ყველაფერი უნდა ვიღონოთ ამ პროვინციული და თავისმომჭრელი დიქტატურის დასასრულებლად” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მწვავე შეფასებებს აკეთებს მმართველ...

“ჩვენ ისევ ვდგავართ საფრთხეების წინაშე, მაგრამ მაინც ვირჩევთ სტაბილურობას და არა ქაოსს” – მაია...

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ და ეუთო-ს...

“საკუთარ თავთან ბრძოლაში ნუ ჩაიჯ*ამთ” – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

"კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის მორიგი წერილი საპატიმროდან,...

ნინო ჯანგირაშვილი: “ბოიკოტი მაინც შედგება”

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი, არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“დრო მოვა, თქვენს ცრემლებს ძმრად ამოვადენთ ამ სისტემას და ქალადწოდებულ ნინო გალუსტიანს‼️” – ელისო...

თბილისის საქალაქო სასამართლოში მორიგი გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანეს საპროტესტო აქციებზე...

“ჩიტმა დაასკინტა მაგ თქვენს კვლევას, პასუხებსაც და თქვენს მოტივებსაც” – ნანუკა ჟორჟოლიანი

დაგეგმილ სოციოლოგიურ კვლევაში "გორბის" მიერ კითხვარში შეტანილ ერთ კონკრეტულ...

“ჩემი და ალისას დიალოგი მიშასთან” – სოფო ნიჟარაძე

მომღერალი სოფო ნიჟარაძე სოციალურ ქსელში სახალისო ისტორიას იხსენებს, რომელიც...

“წულუკიანის თავყრილობამ აღიარა, რომ 1 მილიონი კვ.მ ტერიტორია დაკარგეს მათი მმართველობის დროს” – გიორგი...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, საპატიმროდან გამოგზავნილ წერილში, მწვავე...